ახალი მთავარი მწვრთნელის თავკაცობით გუნდმა 24 ივნისს პირველი ვარჯიში ჩაატარა. მოედანზე რუსთაველთა ახალწვეულები: კირკიტაძე, გურეშიძე, ვასაძე, ბერიაშვილი, ორბელაძე და მაისაშვილი გამოჩნდნენ. გელა სანაიამ ფეხბურთელები" ფოლადზე" მსუბუქად ავარჯიშა.
"მეტალურგი" 18 ივლისამდე ვარჯიშს რუსთავში გააგრძელებს, შემდეგ კი გუნდი თურქეთში გამეგზავრება, სადაც 10-დღიან შეკრებას გაივლის.
რაც შეეხება "მეტალურგიდან" წასულ ფეხბურთელებს, გუნდი ბათიაშვილმა, ალავიძემ, მენთეშაშვილმა, განუგრავამ, კვარაცხელიამ და ინწკირველმა დატოვეს.
მათ რუსთავურ კლუბთან კონტრაქტები ამოეწურათ. მიქაბერიძე თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს, ხოლო ახალკაცი ტრანსფერზეა დაყენებული.
fcm.ge