დინამოელების მეტოქე რუმინეთის "კლუჟი" იყო.
გუნდებს შორის შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის ანგარიში არც მეორე ნახევარში შეცვლილა და საბოლოოდ გუნდები ფრეზე გაიყარნენ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე თბილისის "დინამომ" ავსტრიაში ორი სპარინგ-მატჩი ჩაატარა. დუშან უჰრინის გუნდი პირველ შეხვედრაში კიევის "დინამოსთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდა, ხოლო მეორე მატჩში უკრაინის მოქმედ ჩემპიონ დონეცკის "შახტართან" ანგარიშით 1:0 მოიგო.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მომავალი მეტოქე "კრასნოდარი" იქნება.