თბილისის "დინამოსა" და "კლუჟს" შორის მატჩი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
27 ივნისს თბილისის "დინამომ" ავსტრიაში რიგით მესამე სპარინგ-მატჩი ჩაატარა.

დინამოელების მეტოქე რუმინეთის "კლუჟი" იყო.

გუნდებს შორის შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის ანგარიში არც მეორე ნახევარში შეცვლილა და საბოლოოდ გუნდები ფრეზე გაიყარნენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე თბილისის "დინამომ" ავსტრიაში ორი სპარინგ-მატჩი ჩაატარა. დუშან უჰრინის გუნდი პირველ შეხვედრაში კიევის "დინამოსთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდა, ხოლო მეორე მატჩში უკრაინის მოქმედ ჩემპიონ დონეცკის "შახტართან" ანგარიშით 1:0 მოიგო.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მომავალი მეტოქე "კრასნოდარი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორე ტაიმი, მეორე გუნდით ვითამაშეთ ვგონებ , შედეგი დადებითია :))
Dinamo Fan
19:10 27-06-2013
0
მახარებს დინამოს წარმატება, ღმერთმა ქნას ლიგაშიც გვენახოს...
m.m.m
07:17 28-06-2013
0

სიახლეები პოპულარული