"ზესტაფონს" თუ უჭირს, ავსტრიულ შეკრებაზე როგორღა მიდის?!

AutoSharing Option
უცნაური ინფორმაცია გავრცელდა ერთ-ერთ კვიპროსულ ვებგვერდზე, სადაც "აპოელის" ავსტრიული შეკრების სპარინგ-პარტნიორებია ჩამოთვლილი.

აღსანიშნავია, რომ 7 მეტოქიდან ერთ-ერთი უსახსროდ დარჩენილი "ზესტაფონია", რომელიც მისი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ავსტრიაში წასვლას კი არა, მოედანსაც ვერ უვლის.

ეს ინფორმაცია თავად კვიპროსული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეც დადასტურდა: "აპოელი" "ზესტაფონს" ავსტრიაში 16 ივლისს დაუპირისპირდება.

primerinfo.ge-ს დადასტურებული და ცნობილი ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში "ზესტაფონის" ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე ფეხბურთელს დაურეკეს და მათ კლუბთან თანამშრომლობა შესთავაზეს.

ამავდროულად, "ჰოლიდეი ინ"-ში სფფ-ის 22-ე ყრილობა მიმდინარეობს, ხოლო სასტუმროსთან "ზესტაფონის" გულშემატკივრები არიან შეკრებილნი, რომლებსაც
კლუბში არსებული უსახსრობის გამო ყრილობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურთ.
ასევე დაგაინტერესებთ