დვალმა პენალტი ვერ გაიტანა - ევროპა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში "რიგასმა" "აპოელი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „აპოელმა“ სახლში „რიგასთან“ (რიგის საფეხბურთო სკოლა) თამაშის შემოტრიალება შეძლო და 2:1 მოუგო, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა.

კვიპროსულ გუნდს პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდა წაგებული, სახლში 75-ე წუთამდე 0:1 აგებდა, თუმცა ორი გოლის გატანა და თამაშის ექსტრა ტაიმებში გადაყვანა შეძლო, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი ლატვიურმა კლუბმა 4:2 იმარჯვა. თერთმეტმეტრიანი მასპინძელთა გუნდის მცველმა ლაშა დვალმა ვერ გაიტანა.

დვალმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა რიგებში ლაშა ოდიშარიამ 110-ე წუთამდე იასპარეზა, ხოლო ლუკა სილაგაძემ 110-ე წუთის შემდეგ.

„რიგასი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, „აპოელი“ კი კონფერენს ლიგაზე.

ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელი - რიგასი 2:1 (პენ 2:4)
გოლები: 0:1 იკაუნიეკსი (40), 1:1 სუშიჩი (75), 2:1 დონისი (90+4)

altდვალის "აპოელი" პირველ მატჩში ლატვიაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარია რომ სადაც საჭირო იყო იქ გაიტანა
valderrama
02:06 30-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული