გელა კეტაშვილი: თემურ ქეცბაიას თავისი ამბიციები დაღუპავს, თუ უკვე არ დაღუპა

AutoSharing Option
ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც აქტიური საფეხბურთო კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა - გელა კეტაშვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ჰქონდა კიდეც ყველა მონაცემი საიმისოდ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავად ქცეულიყო, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს ვერ შეძლო.

სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალურ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა, რომლის შემადგენლობაში ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც რომარიო, ბებეტო, ტაფარელი, ჟორჟინიო, მაზინიო და სხვები იყვნენ.

გელა კეტაშვილი "ლელოს" ტრადიციული რუბრიკის სტუმარია და ჩვეული პირდაპირობით საუბრობს აქტუალურ და საჭირბოროტო საფეხბურთო საკითხებზე და ცხადია, თავისი
კარიერის მნიშვნელოვან ეპიზოდებსაც იხსენებს.

დასაწყისში კი უახლეს ამბავს შევეხეთ - რამდენიმე დღეა, რაც დაფუძნდა ვეტერან დინამოელ ფეხბურთელთა კავშირი, რომელსაც სათავეში კეტაშვილი ჩაუდგა.

- ჩვენ გვყავს ცოცხალი დინამოელი ლეგენდები, არა მარტო ფეხბურთელები, არამედ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც. დიდ მადლობას ვუხდი ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" ხელმძღვანელობას, ჩემი ამ თანამდებობაზე წარდგენა მისი ინიციატივა იყო.

ბოლომდე დავიხარჯები იმისთვის, რომ ამ სასახელო ხალხის მიერ სამშობლოსთვის დაღვრილი ოფლი სათანადოდ დაფასდეს. რაკი მათთან შედარებით ახალგაზრდა ვარ, ვეტერანებმა ჩემს კანდიდატურას დაუჭირეს მხარი და მათი ნდობის გამართლებას მაქსიმალურად შევეცდები. ერთი სიტყვით, მუშაობას დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ.

საქმე კი მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს. ვეტერან სპორტსმენთა დახმარების გარდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დაკარგული სპორტული ობიექტების დაბრუნება. ჩვენი ცენტრალური ოფისი ეროვნულ სტადიონზე ბანკში იპოთეკით არის ჩადებული და ახლა ბანკს ვალების რესტრუქტურიზაციას ვთხოვთ.

- ბოლო წლებში თქვენთვის სამსახური არავის შემოუთავაზებია?
- ვმუშაობდი საგზაო პოლიციაში, საიდანაც 2004 წელს მინისტრ გიორგი ბარამიძის უშუალო მითითებით გამათავისუფლეს. ბარამიძემ ჩემს თანამდებობაზე თანაკლასელი დანიშნა.

მას შემდეგ უმუშევარი ვიყავი, თუ არ ჩავთვლით საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, სადაც დელეგატად დავდივარ.

ხშირად მანდობენ რთულ შეხვედრებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ექსცესები განვმუხტო. ჩემი ავტორიტეტის წყალობით ეს ბევრჯერ მომიხერხებია. აღელვებულ გულშემატკივრებზე ჩემი მოწოდება ჭრის და კონფლიქტური სიტუაციები გვარდება.

- ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?
- უფრო და უფრო ვეშვებით უფსკრულისკენ, რაც არც არის გასაკვირი. ქართულმა ფეხბურთმა იმდენი არაპროფესიონალის ხელში გაიარა, ყველაფერი თავიდან არის ასაწყობი.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე რას გვეტყვით?
- იქ პროცესები იმდენად არასწორად ვითარდება, საუბარიც კი მიჭირს. როცა გუნდი 1:0 დაწინაურდება, მეტოქე კაცნაკლულია და მწვრთნელს მოედნიდან თავდამსხმელი გამოჰყავს, ეს უვიცობად მიმაჩნია. ქეცბაიას თავისი ამბიციები დაღუპავს, თუ უკვე არ დაღუპა.

დღეს მოდაში ცხვირის აწევაა. ამდენი წაგებული თამაშის მერე, ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს მოვუხდიდი, ქუდს დავიხურავდი და წავიდოდი. მე ქეცბაიაზე ცუდს არაფერს ვამბობ, მასზე თამაშის ხარისხი ღაღადებს.

- ბევრს ნაკრების სტილი არ მოსწონს...
- რა, ჩვენს ნაკრებს რაიმე სტილი გააჩნია? ისიც არ მესმის, როგორ შეიძლება, წაგებული მატჩის შემდეგ გუნდს აეროპორტში დახვდე და ტაში დაუკრა. ჩემი ფეხბურთელობის დროს, თამაშის წაგების შემდეგ ხალხი აეროპორტში საგინებლად გვხვდებოდა და სახეზე ჩანთააფარებულები უკანა გასასვლელიდან გავრბოდით.

- თავად არასდროს გიცდიათ მწვრთნელობა?
- არც მიცდია და არც მიფიქრია. ფიცხი და პირდაპირი ადამიანი ვარ და ეს თვისებები მწვრთნელობაში ხელს შემიშლიდა.

- გვახსოვს თქვენი ინტერვიუ "სპორტ-ექსპრესთან", სადაც თქვით, "დინამოში" ინტრიგები იყოო. რა ინტრიგებს გულისხმობდით?
- იყო შური და ფეხის დადება. ზოგზოგიერთებს შურდათ, ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი რომ ვიყავი.

- ოლიმპიადამდე თვენახევრით ადრე ფეხი მოიტეხეთ. ასეთ მოკლე დროში მწყობრში ჩადგომა როგორ მოასწარით?
- ეს, ალბათ, სასწაული იყო. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანატოლი ბიშოვეცი თან გადამყვა - თბილისიდან სასწრაფოდ მოსკოვში გამაქანა და ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში დამაწვინა. ოლიმპიადამდე ნაკრები აკლიმატიზაციის გასავლელად იაპონიას ეწვია, სადაც სამი ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი ორი შეხვედრა გამოვტოვე, მესამეში კი მოედანზე მხოლოდ ბოლო 10 წუთით შევედი.

სამაგიეროდ, ოლიმპიადაზე ექვსივე მატჩი შეუცვლელად ჩავატარე, ასეთი კი ნაკრებში მხოლოდ ხუთნი ვიყავით. ყველა თამაშის წინ ნემსებს მიკეთებდნენ და ფეხს სპეციალური მალამოებით მიმუშავებდნენ.

მოკლედ, ბიშოვეცის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მას ჩემი თავგანწირული თამაში მოსწონდა და როცა საჭირო გახდა, ჩემთვის მანაც თავი გასწირა.

- საბჭოთა კავშირის ნაკრებში როგორი ატმოსფერო იყო?
- ნორმალური, თუმცა იყო უსიამოვნო ეპიზოდიც. ერთხელ დმიტრი ხარინმა "ჩორნაჟოპი" მიწოდა და ამის გამო ვცემე, თუმცა მოგვიანებით შევრიგდით.

Sportall.Ge
ფოტოზე: გელა კეტაშვილი (მარჯვნივ) სეულის ოლიმპიადაზე ბრაზილიის წინაღმდეგ

- ორი წლის წინათ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონი" მოლდოვურ "დაჩიას" შეხვდა, მისი მთავარი მწვრთნელი იგორ დობროვოლსკი ქართველებთან არცთუ ლამაზად მოიქცა.
- სიმართლე გითხრათ, ამან გამაკვირვა, რადგან მასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა და არც ქართველების სიძულვილი შემიმჩნევია.

- ყველაზე კარგი დამოკიდებულება ვისთან გქონდათ?
- ძირითადად, უკრაინელებთან. მოსკოველები ვითომ გემეგობრებოდნენ, მაგრამ ეს უფრო კოლეგიალობა იყო, ვიდრე მეგობრობა. საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ ნაკრებში ჯანსაღი ატმოსფერო იყო.

- სეულის ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთელებიდან თქვენ გარდა, საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში თითქმის ყველა მოხვდა...
- როგორც იცით, ჩვენი ფედერაცია საკავშირო ფედერაციას გამოეყო. ახლოვდებოდა მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატი და ვალერი ლობანოვსკიმ შემომთავაზა, გადმოდი კიევის "დინამოში" და მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლა გარანტირებული გექნებაო.

შემეძლო, კიევში ოჯახთან ერთად წავსულიყავი და კარგი საცხოვრებელი პირობები მქონოდა. ლობანოვსკი ლამის ყოველდღე მირეკავდა, მაგრამ მიტინგზე ზვიად გამსახურდია დაიმუქრა, თუ წავა, ერის მოღალატედ გამოვაცხადებთო.

იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაში სამშობლოს ღალატად აღიქმებოდა და თბილისში დავრჩი. სხვა კლუბებშიც შემეძლო კარიერის გაგრძელება - მარსელის "ოლიმპიკში, "ბორდოში", "რომაში", "გალათასარაიში", მაგრამ არც ეს გამომივიდა, საჯაროდ არ ვიტყვი, რატომ და როგორ. დავრჩი თბილისის "დინამოში", მერე მცირე პერიოდი მოსკოვის ცსკა-ში გავატარე, სადაც მანეჟში თამაშისას მუხლი შემიბრუნდა და ჩემი ფეხბურთელობა იქ დასრულდა.

- მცველობამდე თავდასხმაში თამაშობდით...
- არა მხოლოდ თავდასხმაში. ასევე მითამაშია მარცხენა მცველად და მარცხენა ნახევარმცველად. ორივე ფეხს თანაბრად ვხმარობდი, რაც მამაჩემის დამსახურებაა. იგი ყოველთვის მიმითითებდა, რომ ორივე ფეხი თანაბრად განმევითარებინა. თავდასხმაში მიღებული გამოცდილება კი დაცვაში თამაშისას ძალიან დამეხმარა. თავდამსხმელის ჩანაფიქრის ამოცნობა არ მიჭირდა.

- შეგეძლოთ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოგეგოთ.
- 1985 წელს ჩემპიონატის მასპინძელი საბჭოთა კავშირი იყო. მესამე ადგილისთვის მატჩი ესპანეთთან პენალტების სერიით დავთმეთ. ეს შეხვედრა ორი ყვითელი ბარათის გამო გამოვტოვე. მესამე ადგილისთვის მატჩი კი ნიგერიასთან ასევე თერთმეტმეტრიანების სერიით წავაგეთ. სამწუხაროდ, პენალტი ვერ გავიტანე - ბურთი ხარიხას გავარტყი.

- ნაკრებელ თანაგუნდელებთან რაიმე ურთიერთობა თუ გაქვთ?
- შარშანწინ დამირეკა ალექსეი პრუდნიკოვმა, ანთალიაში დამპატიჟა და დაბადების დღე იქ გადამიხადა.

- თანამედროვე ქართველი მცველებიდან ვის გამოარჩევთ?
- არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ გამორჩეულს ვერავის ვხედავთ. მსოფლიოს მასშტაბით კი ჩემი ფავორიტი მარჯვენა მცველი დანი ალვეშია, მანამდე ძალიან მომწონდა მისი თანამემამულე კაფუ.

- საკუთარ ოჯახში თუ გეზრდებათ მემკვიდრე?
- იმედი მაქვს, რომ ჩემი ორი წლის შვილიშვილი ლევანი დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ჩემს ვაჟ გიორგისაც შეეძლო რაღაცის მიღწევა, მაგრამ მამის პოლიტიკური შეხედულებების გამო, უგუნდოდ დარჩა და კარიერა ნაადრევად დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
ჰოდა ჩემო ძმაო ერთი ქეცბაია გამოდგა მათი პლეადიდან "სულელი",რომელმაც ეს ნაკრები ჩაიბარა.ის თანხა კი რასაც იგი იღებს პირდაპირ სასაცილოა ჟირესებისა და ტოპმიოლერების თანხებისაგან ატკატებს თუ არ ჩავთვლით;
vep1963
03 ივლისი 2013 16:25
0
არც მათ არ გადმოსდით ყურებიდან ტვინი მაგრამ რაც მათ ნაკრებში ყოფნის დროს უნახავთ,როგორც მოთამაშეებს და ამაზე ერთი ხმაც არ ამოუღიათ.იგივეს მწვრთნელობის დროს ვეღარ აიტანდნენ;
vep1963
03 ივლისი 2013 16:20
0
საქართველოს ნაკრები რომ ჩაიბარა სწორედ მაშინ შეცდა,რადგან ვერ გაანალიზა და ვერც გაანალიზებდა თუ რასთან ექნებოდა საქმე.არც არველაძე,არც ცხადაძე,და არც იაშვილ-კობიაშვილ-ყაველაშვილ -კალაძე არ წავიდოდნენ ამაზე
vep1963
03 ივლისი 2013 16:13
0
ქეცბაიას არანაირად არ ვიცავ და კიდევ გავიმეორებ ,რაც მას სჭირს ეს მისი განათლების ბრალია ,ხოლო ის ბაგაჟი რაც მას გააჩნია ეს ძალზედ მცირეა კარგი მწვრთნელობისათვის.
vep1963
03 ივლისი 2013 16:04
1
DAVITI-ძამიკო დავიწყებ იმით რომ ძალზე სასიამოვნოა ჩემთვის თქვენნაირ ადამიანთან კამათი და აზრების გაზიარება.ხოლო რაც შეეხება თემას ,სწორედ მაგაშია საქმე ,რომ უინტელექტო ქეცბაიამ თქვა ის რაც ვიტომ ინტელექტიანებს უნდა ეთქვათ
vep1963
03 ივლისი 2013 15:58
1
მარადონას დონემდე ვარასოდეს მივიდოდა ქეცბაია როგორც ფეხბურთელი მაგრამ,რა გააკეთა ნაკრებში მარადონამ ყველამ ნახა.ასე რომ კარგი ფეხბურთელობა კარგ მწვრთნელბას არ ნიშნავს
bereta
03 ივლისი 2013 00:28
0
მოკლედ რაღაც მინდოდა მეთქვა მარა არ მინდა გული მარა ვიცი ცუდად გამომივა და არ მინდა გული ვატკინო ზოგ-ზოგიერტებს. მოკლედ იმას ვიტყვი რომ ქართულ ფეხბურთში ძალიან არაჯანსაღი გარემოა შექმნილი ჩვენ ჭაობში ვართ!
maqsime mesxi
02 ივლისი 2013 19:57
0
ჩვენმა სასიქადულო გაუმაძღარმა ვეტერანებმა თუ ასე გააგრძელეს მიშაც თავზე დ;;;ვავს და ბიძინა გრიშაც.ფეხბურთი კი წუმპიდან ვერ ამოვა.
vep1963
02 ივლისი 2013 17:55
0
კალაძეს ეხლახანს წამოსცდა ქართული ფეხბურთის შენება ნულიდან უნდა დავიწყოთო.ეს მე ასე მესმის ,რაც აქამდე უკეთებიათ ნული ყოფილა.
vep1963
02 ივლისი 2013 17:51
0
არც კალაძეს და არც არველაძეს არასდროს ხმა არ ამოუღიათ .ამაზე რას მეტყვი ძამიკო
vep1963
02 ივლისი 2013 17:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული