ფხაკაძის განცხადება "ვისოლი ჯგუფმა" გაავრცელა, რომელსაც ქუთაისის "ტორპედოზე" მზრუნველობა აქვს აღებული.
ფხაკაძის თქმით, გუნდი გულშემატკივართა გულისწყრომას გაგებით ხვდება.
"4 ივლისს, ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე, საქართველოს ბრინჯაოსპრიზიორმა - ქუთაისის "ტორპედომ", რომლის ახალი შემადგენლობის პრეზენტაცია "ვისოლმა" 14 ივნისს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართა, სლოვაკურ "ჟილინასთან" მარცხი განიცადა.
წარუმატებელ თამაშს გულშემატკივართა ემოციური გულისწყრომა მოჰყვა, რასაც კლუბის მენეჯმენტი გაგებით ხვდება.
ის ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში
კლუბის მენეჯმენტს სწამს, რომ მოთმინებითა და შრომით კლუბი მიაღწევს წარმატებას, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ასე ელოდება. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ გულშემატკივრებს, ტრადიციულად, ჩვეული შემართებით გააგრძელონ კლუბის მხარდაჭერა და გავამხნევოთ ჩვენი ფეხბურთელები.
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებულია ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებით. კლუბის მენეჯმენტი განაგრძობს ზრუნვას სელექციის გზით გუნდის გაძლიერებისათვის და დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ იმ თამაშს, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ეკადრება", - აცხადებს ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
ქუთაისის "ტორპედოზე" მზრუნველობა "ვისოლმა" 2010 წლიდან დაიწყო და გუნდის განვითარებისათვის ყოველწლიურად ოთხი მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ქუთაისის "ტორპედოსა" და სლოვაკეთის "ჟილინას" 4 ივლისის შეხვედრა არეულობებით დასრულდა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების უკმაყოფილება "ტორპედოს" 0:3-ით დამარცხებას მოჰყვა. გუნდის ქომაგები "ტორპედოს" ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]