თბილისის "დინამო" რუსული მილიონების მოლოდინშია?!

AutoSharing Option
რუსულ საიტ izvestia.ru-ზე ქართველი მკითხველისთვის საინტერესო სტატია გამოქვეყნდა - რუსეთის ერთერთი უმსხვილესი ბანკი თბილისის "დინამოში" დიდი ფინანსების ჩადებას აპირებს.

საუბარია ბანკ "ვითიბი"-ს (ВТБ) მიერ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში განსახორციელებელ დიდ პროექტზე, რომლის შესახებაც ქართული მხარე ჯერ სიტყვას არ ძრავს - სტატიის თანახმად, ყველაფერი ოფიციალურად 7 ივლისის შემდეგ უნდა გაცხადდეს, როდესაც თბილისში ერთმანეთს თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.

აი, რას წერს გაზეთი "იზვესტია":

ვი-თი-ბი ბანკი თბილისის "დინამოს" სპონსორი ხდება
რუსეთის ერთერთი უმსხვილესი ბანკი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს დააფინანსებს

"ვითიბი"
აფართოებს საფეხბურთო ბაზარზე თავისი გავლენის სფეროებს. "იზვესტიას" აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვის "დინამოს" აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის შემდეგ, ბანკი თბილისის "დინამოს" ფინანსური მხარდამჭერიც გახდება.

სპონსორობაზე გარიგების შესახებ ოფიციალურად დინამოელთა ორი კოლექტივის ამხანაგური მატჩის შემდეგ გაცხადდება, რომელიც 7 ივლისს თბილისში გაიმართება.

არსებულ ვითარებაში "ვითიბი" ბანკის მმართველო პრეზიდენტის თანაშემწემ და მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ ვასილი ტიტოვმა გაგვარკვია.

"ჩვენ გვაქვს წინადადებები რამდენიმე სპორტული კლუბის სპონსორობის თაობაზე. უახლოესი პროექტი კი, რომელზეც ვმუშაობთ, თბილისის "დინამოს" მხარდაჭერა იქნება.

ჩვენ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და გარკვეული ისტორიული ტრადიციებიც არსებობს.

საქართველოში საფეხბურთო გუნდის სპონსორობა სულ სხვა თანხასთანაა დაკავშირებული, ვიდრე რუსეთში. ფეხბურთი - ისეთი სფეროა, სადაც სპონსორობა, ბრენდის ცნობადობის გაზრდის კუთხით, შესაძლოა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს".


თბილისის "დინამოში" "ვითიბი"-ისთან მოლაპარაკების თაობაზე ღიად საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

"აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს მხოლოდ მოსკოვის "დინამოსთან" ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გავაკეთებთ, ჯერჯერობით კი, რაიმე ოფიციალური განცხადების გაკეთება არ შეგვიძლია", - გვითხრეს ქართული კლუბის პრესსამსახურში..

თბილისის "დინამოსა" და მთლიანად ქართული ფეხბურთის ლეგენდა გიორგი ქინქლაძე კი მიიჩნევს, რომ რუსეთის წამყვან ბანკთან ურთიერთობა კლუბის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"ქართული ფეხბურთის მთავარი უბედურება ფინანსების არქონაა. რუსული ფეხბურთისგან განსახვავებით, ჩვენს ჩემპიონატში ჯერ კიდევ არ არიან ძლიერი სპონსორები, ამის გამო ქართული ფეხბურთის დონე ერთ ადგილზეა...

თუკი "ვითიბი" "დინამოში" მართლაც აპირებს დიდი ფულის ჩადებას, ეს კლუბს საშუალებას მისცემს, სულ სხვა დონეზე ავიდეს და სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივართა ახალი თაობა მოიზიდოს.

თანაც, თუ ეს თანამშრომლობა შედგა, შემდეგ უკვე სხვა სერიოზული ორგანიზებიც დაინტერესდებიან ქართული ფეხბურთით",
- უთხრა "იზვესტიას" ქინქლაძემ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
სეპარატისტულად არა ხასჰლამა ცჰვეულებრივად დილას ცჰამოფრინდა და დილასვე გაფრინდა შე ყრძო სეპარატისტულო კომპლექსო
vaso
10:40 09-07-2013
0
სადაა აბა მილიონები?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული