პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე უძღვებოდნენ.
ის ცოტა უცნაური გამოდგა, რადგან ზემდგომ-ქვემდგომთა ტრადიციული მადლობებით არ შემოფარგლულა და პრობლემებზეც ისაუბრეს, ხოლო მინისტრი მოულოდნელად ყველა ხელშემშლელი მიზეზით სიღრმისეულად დაინტერესდა.
მან ქართული სპორტის ზოგადი პრობლემებიც მიმოიხილა და სკანდალური ფაქტებიც გაგვანდო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფეხბურთზე დახარჯულ მილიონებზე.
თურმე, სამინისტრომ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა სპორტზე დახარჯული
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"