სოსო ფრუიძე: ფეხბურთელები ვერ დავიმატეთ და "ვადუცი" როგორ ვიყიდეთ?!

AutoSharing Option
ლატვიურმა გამოცემა "ტელეგრაფმა" სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა: თითქოს, ევროპელმა ბუკმეკერებმა და სპეციალისტებმა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე რამდენიმე მატჩი საეჭვოდ მიიჩნიეს, შვეიცარიულმა ბუკმეკერულმა კანტორა "ფედერბეტმა" კი ამაზე ფიფასა და უეფას აცნობა.

ამ თემას მიუძღვნა წერილი "გაზეტა დელო სპორტმაც". შესაძლო გარიგებების სიაში მოხვდა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიური "დაუგავასა" და შვედური "ელფსბორგის" შეხვედრა; აგრეთვე, ევროპის ლიგის შეხვედრები - "დაჩია"-"ტეუატა", "ჰონვედი"-"ჩელიკი" და რაც ყველაზე სამწუხაროა, "ვადუცი"-"ჩიხურას" 11 ივლისის მატჩიც.

"ტელეგრაფის" ცნობით, "ფედერბეტმა" ამ მატჩებზე უჩვეულოდ მაღალი ფსონები დააფიქსირა. საეჭვო იყო ის, რომ "ვადუცი"-"ჩიხურაზე" არაბუნებრივად
ბევრი ფსონი გატანილი გოლების რაოდენობაზე (2,5-ზე ნაკლები) დაიდო და რადგან მატჩი 1:1 დასრულდა.

კომენტარისთვის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს დავუკავშირდით. მის კომენტარს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ.

- თუ იცით, "ვადუცთან" თქვენი გუნდის შეხვედრას რა გამოხმაურება მოჰყვა?
- ამ ჭორებს გუნდის დირექტორთან ერთად გავეცანი და გულიანად ვიცინე.

- ამაში სასაცილო რა იყო?!
- ე.ი. ამ ჭორების ლოგიკით, ერთმა გუნდმა მეორე იყიდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ანუ, რადგან გავედით, გამოდის, შვეიცარიის ჩელენჯლიგის "ვადუცი" ჩვენ ვიყიდეთ... დაახლოებით, ისეთი ვითარებაა, ქმარი ომში იყო, ცოლი ამბავს უყვებოდაო.

თქვენი აზრით, ლოგიკურია იმის დაჯერება, რომ ჩვენ ვიყიდეთ ევროპული გუნდი, რომელსაც ჩვენზე მეტი ბიუჯეტი აქვს? ან როგორ გაურიგდა ამაზე მეტოქეს "ჩიხურა", რომელმაც ზაფხულში ნორმალური შეკრება ვერ გაიარა და მოთამაშეები ვერ დაიმატა?!

ამ არალოგიკურობის გამო გაგვეცინა, ხოლო ის გამოცემები, რომლებიც ამაზე სერიოზულად წერენ, იტყუებიან.

ზოგადად, ევროპაში ეჭვით თუ გვიყურებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ავადმყოფურ ფანტაზიებზე სერიოზული პასუხი უნდა გავცეთ. ეს აბსურდია და მეტი არაფერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპელმა ბუკმეკერებმა განგაში ატეხეს: "ვადუცი"-"ჩიხურა" გარიგებული იყო?!
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი რა ნუ გვაბოლებ ეხლა. კი არ იყიდეთ თქვენ გაყიდეთ კუში ბურთების რაოდენობაზე.
giorgi
16:01 27-07-2013
0
რა უნდა გაეყიდა,კარგით რა,ვინ დადებდა მეტ გოლზე ამ თამაშში?ყველამ იცოდა რო ბევრის გამტანი არცერთი იყო და არც მეორე,თბილიში 0-0 რო დამთAვრდა ვინც თამაშს უყურა რომელმა ითამაშა საოცარი ფეხბურთი ჩიხურამ თუ ვადუცმა?თAნ გარიგებულ თAმაშში პირველივე ნახევარ საათში გარისკეს და ორივემ გაიტანეს?მითუმეტეს რამდენჯერმე შტანგას მოხვდა კიდე,უბრალოდ იმდენად უეჭველი იყო რო ესენი ბევრის გამტანები არ იყვნენ რო დაიდო ბევრი ფსონი მაგაზე,რითაც იზარალეს ტოტალიზატორებმა და მაგიტო არიან ისტერიკაში,ამ თამაშზე თუ ვინმე ფიქრობდა რო ბევრი გოლი გავიდოდა საღოლ ძმაო
agro
17:06 27-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული