საერთოდ კი, ყველაზე დიდი ეჭვები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიური "დაუგავასა" და შვედური "ელფსბორგის" შეხვედრამ დაბადა. აღნიშნულ მატჩში ბუკმეკერებმა კლიენტთა მოჭარბებული ფსონი თამაშში 6-ზე მეტი ბურთის გასვლაზე დააფიქსირეს.
მართლაც, ამ გუნდების პირველი მატჩი შვედების სასარგებლოდ, ანგარიშით 7:1 დასრულდა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სულაც 1:0 იყო.
აღნიშნულ ფაქტზე ლატვიური
ამავე კანტორამ დააფიქსირა უჩვეულოდ მაღალი ფსონები ევროთასებზე მოთამაშე მოლდოვას, ალბანეთის, უნგრეთისა და საქართველოს კლუბებზე. ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას "დაჩია"-"ტეუატას" შეხვედრა იპყრობს. მაგალითად, იტალიური გაზეთის, Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფსონების საკმაოდ დიდი წილი ამ შეხვედრის ზუსტ ანგარიშზე - 2:0-ზე მოდიოდა და სწორედ ეს ვერსია გამართლდა.
როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, საეჭვო გარიგებულ მატჩებად დასახელებულთა შორის მოხვდა "ვადუცი"-"ჩიხურას" თამაშიც - ამ შემთხვევაში არაბუნებრივად დიდი მოცულობის ფსონი გატანილი გოლების რაოდენობაზე (2,5-ზე ნაკლები) გაკეთებულა.
იხილეთ ვიდეო
პროგნოზი გამართლდა და აღნიშნული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, ეს შედეგი წმინდა სპორტული ხასიათისაა და ევროპელ ბუკმეკერთა ეჭვები უსაფუძვლოა.
მომზადებულია gsp.ro-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
ვადუცი-ჩიხურა 1:1 - სოსო ფრუიძე მართალს ამბობდა... [VIDEO]
ჩიხურა-ვადუცი 0:0 - ერთი დონის მეტოქეები