"დინამოს" ბაზის ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ

AutoSharing Option
27 ივლისს საღამოს, პატრულის წარმომადგენლებმა "დინამო თბილისის" ყველა თანამშრომელს დიღმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.

სავარაუდოდ მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახლდათ - ბაზის ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ.

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ოპერატიულად მოვიდნენ განაღმვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ბაზის ტერიტორიაზე მუშაობენ.

ფეხბურთის გულშემატკივრებს მოახსენებათ, რომ ორიოდ დღეში დინამოელებს პრინციპული შეხვედრა ელით უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. დინამოელები 30 ივლისს, 20:00 საათზე ბუქარესტის "სტიაუას" მიიღებენ.

ვიმედოვნებთ, რომ განაღვმის ოპერაცია მშვიდობიანად დასრულდება და საქმე ცრუ განგაშთან გვექნება.

სამწუხაროა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებობენ მავნებლები,
რომელთა ქმედების კვალიფიკაცია მინიმუმ, როგორც დინამოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად შეიძლება შეფასდეს.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული