გამნაღმველებმა "დინამოს" ბაზაზე მუშაობა დაასრულეს

AutoSharing Option
27 ივლისს საღამოს, პატრულის წარმომადგენლებმა "დინამო თბილისის" ყველა თანამშრომელს დიღმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.

სავარაუდო მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახლდათ - ბაზის ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ.

როდესაც გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს, გუნდს ბაზის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს.

დაგეგმილი 18 საათის ნაცვლად დინამოელებმა ვარჯიში 18 საათსა 35 წუთზე დაიწყეს.

ფეხბურთის გულშემატკივრებს მოახსენებათ, რომ ორიოდ დღეში დინამოელებს პრინციპული შეხვედრა ელით უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. დინამოელები 30 ივლისს, 20:00 საათზე ბუქარესტის "სტიაუას" მიიღებენ.

სამწუხაროა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებობენ მავნებლები, რომელთა ქმედების
კვალიფიკაცია მინიმუმ, როგორც დინამოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად შეიძლება შეფასდეს.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

"დინამოს" ბაზის ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ამათ რაიმე ადამიანური გააჩნიათ?!...საით მიდის კვალი ყველა კარგად ხვდება, მაგრამ სწორედ ამის გამოა შესაძლო, რომ ვინმეს ინტერესებში იყოს, რომ ასეთი დასკვნა გაკეთდეს... ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ გაურკვეველი არ რჩება, მაგრამ აქ?... იმედი ვიქონიოთ სათანადოდ დაისჯებიან დამნაშავეები...კანონი თუ არა, ღმერთი დასჯის მათ და მათ მოდგმას!
murtalo
01:52 28-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული