კლუბის დირექტორობის თანამდებობაზე ვახტანგ ქორიძე და ოთარ ფედიჩკინი იყვნენ წარდგენილნი.
საკრებულოს დეპუტატებმა ბიულეტენების საშუალებით ღია კენჭისყრაზე 13 ხმით ოთარ ფედიჩკინი აირჩიეს, ხოლო 6 ხმა ვახტანგ ქორიძემ მიიღო.
27 წლის ოთარ ფედიჩკინი "დინამო ბათუმის" ფეხბურთელი იყო. ის ასევე თამაშობდა უკრაინულ და თურქულ კლუბებში.
როგორც ფედიჩკინმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ის პირველ რიგში კლუბის ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.
"მრავალი წელი გამიტარებია ჩემს გუნდში, ახლა ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამირჩიეს
გულშემატკივრებს ვპირდები, რომ გუნდი წინ წაიწევს და უფრო მეტი მაყურებელი მოვა საგულშემატკივროდ. პირველ რიგში კლუბის ინფრასტრუყქტურის მოწესრიგებით დავიწყებ", - აღნიშნა ოთარ ფედიჩკინმა.
წყარო: interpressnews.ge