"მომავლის გზის" აღსაზრდელები დინამო-სტიაუას მატჩს დაესწრნენ

AutoSharing Option
"მომავლის სახლის" აღსაზრდელები "დინამო არენას" ესტუმრნენ და თბილისის "დინამოსა" და ბუქარესტის "სტიაუასთან" შეხვედრას დაესწრნენ.

ეს შესაძლებელი გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია "დიალოგისა და განვითარების ფონდის" ინიციატივით და კომპანია "სოკარის" მხარდაჭერით.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონმა წააგო, პატარებმა სტადიონი დიდი შთაბეჭდილებებით დატოვეს - ისინი ხომ სტადიონზე პირველად იმყოფებოდნენ.

უკვე კარგა ხანია, რაც ჩვენი ორგანიზაცია "მომავლის გზის" ბავშვებზე ზრუნავს. საფეხბურთო მატჩზე დასწრება მათი დიდი სურვილი იყო და ჩვენ ეს ნატვრა კომპანია "სოკარის" მხარდაჭერით ავუსრულეთ.

მინდა ასევე მადლობა ვუთხრა თბილისის "დინამოსა" და "გლადიატორებს", რომლებმაც პატარებს
სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო ბოლომდე აგრძნობინეს.

ამას გარდა, ვიცი, რომ "დინამოს" ქუთაისელ ქომაგს, 16 წლის თედო იობიძეს გუნდი ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე დასწრების საშუალებას აძლევს.

ეს ბიჭი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ცხადია, ამ ხალხზე ზრუნვა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია"
- გვითხრა "დიალოგისა და განვითარების ფონდის" სპორტული პროექტების ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული