ირაკლი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ემზადება.
"მეორე დღეა რაც ვარჯიში განვაახლე. ჯერ-ჯერობით გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი, მიხალ რუკავიჩკა ინდივუდუალური პროგრამით მამზადებს.
ტკივილები აღარ მაწუხებს, ექიმების თქმით 3-5 დღეში გუნდთან ერთადაც დავიწყებ ვარჯიშს, თუმცა არასრული დატვირთვით.
იმედი მაქვს, ფლეი-ოფის შეხვედრებისთვის მზად ვიქნები", - თქვა ძარიამ.
შეგახსენებთ, რომ ძარია "სტრეიმურთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში დაშავდა, რომელიც "დინამომ" შინ ანგარიშით 6:1 მოიგო.
წყარო: fcdinamo.ge