როგორც "ინტერპრესნიუსს" დემეტრაძის ადვოკატმა გიგა ზირაქიშვილმა განუცხადა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან, რომელიც პროკურატურამ წინა სასამართლო სხდომაზე, 2 ნოემბერს ვერ წარმოადგინა.
საქმეში ბრალდების მოწმეებად პოლიციელები და სხვა პირები იკითხებიან. დემეტრაძის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ნოემბერს დაიწყო.
დემეტრაძის საქმეში განსასჯელია კიდევ სამი პირი. დემეტრაძის მეგობრები დავით გაგნიძე და ვატო ყიფიანი, ასევე შსს-ს ყოფილი პოლკოვნიკი კახა მისირელი.
დავით გაგნიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ვატო ყიფიანი ძებნაში, კახა მისირელი
ყველა მათგანს ბრალად ედებათ ქურდული ტრადიციების მიმდევრობა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაგნიძეს დამატებით იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. დემეტრაძე, გაგნიძე და ყიფიანი დანაშაულს არ აღიარებენ.
საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. მაზავშჩიკებთან მოგებულ თანხებს. თანხების ამოღებაში მოგებულებს ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ აღნიშნული პირები ეხმარებოდნენ. მოგებული თანხის ნაწილი ე.წ. ქურდულ ობშიაკშიც მიდიოდა.
მისირელს, დემეტრაძესა და გაგნიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 8 ივლისს შეეფარდათ. მოგვიანებით მისირელს აღმკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გირაოთი შეეცვალა. დაპატიმრებულები დემეტრაძე და გაგნიძე გლდანის #8 საპყრობილეში არიან გადაყვანილი. დაუსწრებლად დაბატიმრება ვატო ყიფიანსაც შეეფარდა. მასზე ძებნა გამოცხადდა.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით