გიორგი დევდარიანი: ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს!

AutoSharing Option
17 აგვისტოს გორში "დილასა" და თბილისის "დინამოს" შორის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩში ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო, ძირითადად კი, აქცენტი დვალის გატანილ გოლზე და გოლერებისთვის არდანიშნულ პენალტზეა გაკეთებული.

ამასთან დაკავშირებით გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე შემდეგი სტატუსი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს თორნიკე გვანცელაძემ ჩვენს კარში აშკარა თამაშგარედან გოლი გაატარა, აშკარა პენალტი არ დადო და ამის მერე კიდევ ითავხედა და ჩემი ბარათი წაიღო, უნდა დამაჯარიმოს და დისკვალიფიკაცია მომცეს. არც
ჯარიმა და არც დისკვალიფიკაცია იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც ჩვენი ფეხბურთის ბედი. ნეტა როდისმე გვეშველება რამე? ერთი ვიგინდარას სასტვენმა რატომ უნდა ჩაყაროს წყალში ამდენი ხალხის შრომა, ამდენი ხალხის იმედი და რწმენა? და დავიჯერო, ეს მარტო შეცდომა იყო და მეტი არაფერი? ნეტა ეგრე იყოს. თუ შეცდომა იყო, ღმერთმა შეუნდოს, მაგრამ რაღა ორივე ეპიზოდში ჩვენს საწინააღმდეგოდ შეეშალა მაგ ჩემი ცოდვით სავსეს. დღეს ვაღიარებ და მეც შემეშალა, მოვიკითხე პატივცემული თორნიკეს შინაურობა და მზად ვარ, რაც მეკუთვნის, მივიღო, ჯარიმა იქნება ეს თუ დისკვალიფიკაცია, მაგრამ პატივცემული თორნიკე გააგრძელებს სამართლიანად მკაცრი სიფათით ქართული გუნდების რბევას. წინ თორნიკე. ახლა მეორე. რამდენიმე დღის წინ დამირეკა ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის მწვრთნელმა (არადა, ის ესპანელია და ჩვენ ქართველები) და მენეჯერმა თაზო ბოკერიამ და მითხრეს, რომ 24-ში ჩამოდიხართ და არ ვიქნებით მართლები, 25-ში რომ გეთამაშოთო. გორის "დილას" წარმატება ჩვენი წარმატებაა და მაგრად გგულშემატკივრობთო, თანაც 29-ში განმეორებითი თამაში გაქვთ და საქართველოს პრესტიჟს ყველა უნდა მოვუფრთხილდეთო (მაგათმა გაიხარონ). ან კი რა ვაჟკაცობაა ნათამაშებ-ნამგზავრებ, დახოცილ გუნდთან ქულების მოგროვება - ეს, რა თქმა უნდა, ღირსეული ხალხისთვის და ქუთაისელებსაც, როგორც ყოველთვის, ღირსება და კაცობა არ ეშლებათ. პასუხად კი, ქართული კლუბების ბოსებისგან (და არა ფედერაციისგან, ალალად მათაც უნდოდათ ჩვენი დახმარება) მივიღეთ სასტიკი უარი, არანაირი თამაშის გადადება, მთავარია, სამი ქულა გამოგვძიძგნონ, მერე რა, რომ ქართული გუნდია, მერე რა, რომ ქართული ფეხბურთის პრესტიჟია, მერე რა, რომ სამ დღეში ისევ თამაშია, მთავარია, თუნდაც დავარდნილი დავკორტნოთ, გამოვძიძგნოთ, მოვასწროთ მანამ წამოდგომა და სამი ქულა მივისაკუთროთ, მივისაკუთროთ ყველაფრის ფასად... და ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს".

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
დილა-დინამო (თბ) 1:1 - ეჭვებით დაღდასმული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 28 /
გეგუჩაძე დევდარიანი !!! აი ეს ხალხი უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელები არააქვს მნიშვნელობა მთავარი რომელი იქნება.
BarnaBa
20:15 21-08-2013
0
ნიჭიერ კაცს საქართველოში არ გაახარებენ–დევდარიანს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.
rezinio
18:27 19-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული