ტოტენჰემი-დინამო 3:0 - მარტივი სცენარით [VIDEO]

AutoSharing Option
"დინამომ" 29 აგვისტოსაც წააგო: ამჯერად 3 გოლი გაუშვა, ოღონდ - კვლავ უპასუხოდ.

მატჩის წინ ორივე გუნდის მწვრთნელებს ერთი პრობლემა ჰქონდათ - ფეხბურთელების მოტივირება. სტუმრად 5:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ ძნელია, შეგირდები საბრძოლველად განაწყო.

ასეთივე მდგომარეობაში იყო უშანსოდ დარჩენილი "დინამოს" თავკაცი დუშან უჰრინიც...

განსხვავება კი პროფესიონალიზმში და, რა თქმა უნდა, რესურსებშია. ანდრე ვილაშ-ბოაშმა საკითხი შემადგენლობის როტაციით გადაწყვიტა - იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომელთაც თბილისში არ უთამაშიათ.

Sportall.Geლორისმა, სოლდადომ, პაულინიომ... სკამზე გადაინაცვლეს; სამაგიეროდ, ითამაშეს დეფომ, ჰოლტბიმ, ვერტონგენმა, სანდრომ... ამიტომაც გამოიდეს თავი,
შეთხელებულ "უაით ჰარტ ლეინსაც" სცეს პატივი და ლაღადაც გააგორეს ბურთი...

ცვლილებები იყო უჰრინის გუნდშიც - სასტარტოში იყვნენ პატრიკ ვუო და დორინ გოგა. არ უთამაშიათ ჯაბა დვალსა და გიორგი პაპავას...

თუმცა გავუსწრებთ მოვლენებს და აქვე გეტყვით, რომ ვერც ამ გადაადგილებებმა გამოიღო ნაყოფი. აქ საბოლოო შედეგს არ ვგულისხმობთ, ლაპარაკია თამაშის ხარისხზე, რომელიც კიდევ უფრო მდარე იყო.

90 წუთის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონს ერთი დასამახსოვრებელი შეტევაც არ განუხორციელებია; რაღა ვთქვათ უბრალო კომბინაციაზე, აურაცხელ ტექნიკურ წუნზე...

მთელი შეხვედრა ერთი მარტივი სცენარით წარიმართა - ლონდონელები ფართო ფრონტით უტევდნენ, ფლანგებიდან წელავდნენ "დინამოს" დაცვით ზღუდეს და მერე უცბად გაჰყავდათ გარღვევაზე ჯერმეინ დეფო.

"დეზების" ფორვარდმა ერთი ასეთი ეპიზოდი გოლით დაასრულა (გიორგი ლორიამ ახლო კუთხეში გააყოლა ბურთს თვალი), მეორე შემთხვევაში კი პასი ფლანგიდან, ზედ კარის წინ მიიღო, ისე, რომ კაციშვილმა ხელი ვერ შეუშალა - 2:0.

ასევ გაუშვა "დინამომ" ორი გოლი პირველი ტაიმის ბოლო 5-წუთიან მონაკვეთში.

მეორე ნახევარიც პირველის იდენტური იყო. ერთი კარგი ბურთი მოიგერია ლორიამ, ძელიც შეგვიზანზარეს, ჰოლტბის შორეული დარტყმა კი "ცხრიანში" მოხვდა - 3:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ლონდონში გამართული მატჩის შემდეგ დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია შედგა.

"დღეს "ტოტენჰემმა" განსხვავებული სასტარტო შემადგენლობით ითამაშა, ვიდრე პირველ მატჩშ
ი, რომელიც თბილისში გაიმართა.

ჩვენ ვეცადეთ, რომ თბილისური მატჩისგან განსხვ
ავებით, დღეს უკეთესად გვეთამაშა. პირველ გაშვებულ გოლამდე მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობას ვუწევდით, თუმცა ტაიმის მიწურულს ორი გოლი გავუშვით.

სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაშიც დავმარცხდით - "ტოტენჰემს" კი ევროპის ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაგლი.ტოტენხემს წარმატებას უსურვებს.ეს რომ არ ეთქვა,რა ეშველებოდა ლონდონელებს.
sdfghjk
15:29 30-08-2013
0
სირბილი მაინც ისწავლეთ, რომ დგახართ ჯორებივით
ნიკა
15:00 30-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული