გაბრიელ თებიძე დანიურ "ვიბორგში" ინგლისური ენის არცოდნის გამო დაიწუნეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეკარე გაბრიელ თებიძე აგვისტოს ბოლოს დანიაში რომ გაემგზავრა, უკვე ვწერდით. იყო შანსი, რომ თებიძე "ვიბორგში" ჩაირიცხებოდა.

სამწუხაროდ, ასე ვერ მოხდა და ახალგაზრდა კიპერი საქართველოში დაბრუნდა.

როგორც გვითხრეს, თებიძემ მწვრთნელებს თავი კი მოაწონა, მაგრამ ბანალური პრობლემის გამო დაიწუნეს - ინგლისური არ იცის.

მეკარე გუნდში საკვანძო ფიგურაა, რომელმაც გარკვეულ სიტუაციებში თანაგუნდელებს რაღაც უნდა უკარნახოს, საკომუნიკაციო ენის არცოდნის გამო კი ეს შეუძლებელია.

ერთი ხანობა თებიძე რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა, მერე საჩხერის "ჩიხურაში" წავიდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუბაზ დოლიძესთან "იბერია
2010-ში" ვარჯიშობდა.

ახლა კი, როგორც თავად გვითხრა, შესაძლოა, ჩაირიცხოს თბილისის "ლოკომოტივში", რომელსაც 19-წლამდელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე წვრთნის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დანიაში ენის გამო დაიწუნეს და ახლა შეიძლება ლოკომოტივში ჩაირიცხოს

:D

ლოგიკა – მარაზმი
ლეო
18:22 19-09-2013
0
ვის აბოლებთ, ენის გამო ვინ იწუნებს ფეხბურთელს, თან სკანდინავიაში
boli
22:26 19-09-2013
0

სიახლეები პოპულარული