სანდრო შახოვმა თბილისის "დინამოს" დირექტორის თანამდებობა დატოვა

AutoSharing Option
როგორც თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს, სანდრო შახოვმა კლუბის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს შეთანხმება "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასა და თავად შახოვს შორის.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ "დინამო" მადლობა უხდის აწ უკვე გადამდგარ დირექტორს გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება შახოვის შემცვლელს, "დინამომ" ის უკვე დაასახელა - მამუკა მახათაძე.

"დირექტორის მოვალეობას ბატონი მამუკა მახათაძე შეასრულებს. წარმატებებს ვუსურვებთ მას საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე", - წერს "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი.

Sportall.Ge
ფოტოზე: მამუკა მახათაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული