რა უნდა კამერუნის ნაკრების თავდამსხმელს თბილისში?

AutoSharing Option
ორი დღეა, თბილისში კამერუნის ეროვნულ გუნდში ნათამაშები თავდამსხმელი ასანგა რიჰ-რაჰი იმყოფება.

ეს ფეხბურთელი შთამბეჭდავი კარიერით არ გამოირჩევა, მაგრამ ერთხანს პოპულარული შვეიცარიული კლუბის, "გრასჰოპერის" ღირსებას იცავდა და, რაც მთავარია, კამერუნის ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდნენ - 14 მატჩში 7 გოლი.

ასანგა 25 წლისაა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ის ამბობდა, რომ სატრანსფეროდ საინტერესო წინადადებები ჰქონდა:

"მითხრეს, რომ ჩემ მიმართ ინტერესი ჰქონდათ "კრისტალ პალასს", "კანზას სიტი უიზარდსა" და პსჟ-ს, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა და უგუნდოდ დავრჩი.

ჩემი მიზანია, ისეთ გუნდში მოვხვდე, რომელშიც ჩემი უნარისა და
გამოცდილების გამოვლენას შევძლებ".


ის ამჟამად თავისუფალი აგენტია და, ეტყობა, ევროპასა და ამერიკაში სასურველი ვარიანტი რომ ვერ მოძებნა, საქართველოში ჩამოვიდა.

ვიცით, რომ კამერუნელი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობს, მისმა მენეჯერმა კი მხოლოდ ის გაამხილა, რომ მოლაპარაკებას წამყვან ქართულ კლუბებთან აწარმოებს, თუმცა მათ ვინაობას არ ამხელს - სანამ მოლაპარაკება არ დასრულდება, ამაზე ლაპარაკი გაუმართლებელიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Versad ver vnaxe, veranairi informacia, am fexburtelze.sad sheidzleba vnaxo monacemebi?
HENRY14
20:00 06-10-2013
0
Statiis avtors:es fexburteli, wavida saqartvelodan,tu rato ar wert arafers?
HENRY14
14:04 06-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული