ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
"საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" მადლობას უხდის გიორგი ტყავაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - წერია კლუბის განცხადებაში.
როგორც კლუბის პრესსამსახურმა Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა, გიორგი ტყავაძე დაკავებული თანამდებობიდან კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, ხოლო პოსტი ჯერჯერობით ვაკანტური რჩება.
ტყავაძის გათავისუფლების მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.