რომან ფიფიამ ბუბა ტყავაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი გიორგი ტყავაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" მადლობას უხდის გიორგი ტყავაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - წერია კლუბის განცხადებაში.

როგორც კლუბის პრესსამსახურმა Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა, გიორგი ტყავაძე დაკავებული თანამდებობიდან კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, ხოლო პოსტი ჯერჯერობით ვაკანტური რჩება.

ტყავაძის გათავისუფლების მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაც ამან ნიჭიერი ფეხბურთელები დაღუპაა!!! საერთოდ ესეთები რო არიან მაგიტომ არის ქართული ფეხბურთის დონე დაბალი თამაშებს ყიდულობდა ფეხბურთელს რო ანათხოვრებდა იმ გუნდს 6 ქულას თხოვდა და კიდე რამდენ სიბიძურეს აკეთებდა ეს კაცი
gia13
11:21 05-10-2013
0
ამის განთავისუფლება სუფთა ,,შეძახილმა ხე გაახმო"-ს ვარიანტია...))
Walkabout
17:08 04-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული