"ოზურგეთი 2013" - "სამინისტროს თასი" მინი-ფეხბურთში!

AutoSharing Option
28-30 ნოემბერს ქ. ოზურგეთის სპორტის სასახლის დარბაზში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით, რეგიონებს შორის მინი-ფეხბურთში "სამინისტროს თასის" გათამაშება გაიმართება, რომელშიც მოყვარული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირზე 14 გუნდი იქნება წარმოდგენილი (თბილისი, გორი-შიდა ქართლი, რუსთავი-ქვემო ქართლი, ახალციხე-სამცხე-ჯავახეთი, ლაგოდეხი-კახეთი, ზუგდიდი-სამეგრელო, წეროვანი-სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჭიათურა-იმერეთი, ბათუმი-აჭარა, ონი-რაჭა, ნატახტარი-მცხეთა-მთიანეთი, ოზურგეთი-გურია, ლანჩხუთი-გურია), რომელიც ორ 7-გუნდიან ჯგუფში, დასავლეთის და აღმოსავლეთის პრინციპით გადანაწილდება.

შეჯიბრება წრიული სისტემით გაიმართება და ჯგუფების გამარჯვებულები საბოლოოდ ფინალურ დაპირისპირებებში გაარკვევენ საპრიზო ადგილების მფლობელთა ვინაობას.

ფინალური
შეხვედრები 30 ნოემბერს გაიმართება. ამავე დღეს დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრა, ქუთაისის და ხაშურის ქალთა გუნდებს შორის.

ტურნირისთვის გათვალისწინებულია სპეციალური საპრიზო ფონდი (I - 3000 ლარი, II - 2000 ლარი, III -1000 ლარი). საუკეთესო გუნდები და ფეხბურთელები ასევე სხვადასხვა ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული