ტურნირზე 14 გუნდი იქნება წარმოდგენილი (თბილისი, გორი-შიდა ქართლი, რუსთავი-ქვემო ქართლი, ახალციხე-სამცხე-ჯავახეთი, ლაგოდეხი-კახეთი, ზუგდიდი-სამეგრელო, წეროვანი-სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჭიათურა-იმერეთი, ბათუმი-აჭარა, ონი-რაჭა, ნატახტარი-მცხეთა-მთიანეთი, ოზურგეთი-გურია, ლანჩხუთი-გურია), რომელიც ორ 7-გუნდიან ჯგუფში, დასავლეთის და აღმოსავლეთის პრინციპით გადანაწილდება.
შეჯიბრება წრიული სისტემით გაიმართება და ჯგუფების გამარჯვებულები საბოლოოდ ფინალურ დაპირისპირებებში გაარკვევენ საპრიზო ადგილების მფლობელთა ვინაობას.
ფინალური
ტურნირისთვის გათვალისწინებულია სპეციალური საპრიზო ფონდი (I - 3000 ლარი, II - 2000 ლარი, III -1000 ლარი). საუკეთესო გუნდები და ფეხბურთელები ასევე სხვადასხვა ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდებიან.