ტურნირზე საქართველოს ყველა რეგიონი თითო-თითო გუნდითაა წარმოდგენილი (თბილისი, გორი-შიდა ქართლი, რუსთავი-ქვემო ქართლი, ახალციხე - სამცხე-ჯავახეთი, ლაგოდეხი - კახეთი, ზუგდიდი - სამეგრელო, წეროვანი - სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი, ჭიათურა - იმერეთი, ბათუმი - აჭარა, ონი - რაჭა, ნატახტარი - მცხეთა-მთიანეთი); მხოლოდ მასპინძლები, გურულები ასპარეზობენ ორი გუნდით (ლანჩხუთი და ოზურგეთი).
14 გუნდი ორ 7-გუნდიან ჯგუფში, დასავლეთისა და აღმოსავლეთის პრინციპით არის გადანაწილებული. წრიული სისტემის შემდეგ
ტურნირის გამარჯვებული, მედლებთან ერთად, 3000 ლარით დაჯილდოვდება; მეორეადგილოსანს 2000 ლარი გადაეცემა, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი 1000 ლარს დაისაკუთრებს. გამორჩეული გუნდები და ფეხბურთელები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ფინალური შეხვედრები 30 ნოემბერს გაიმართება.
28.11.2013 - პირველი სათამაშო დღე:
აღმოსავლეთის ლიგა:
გორი - წეროვანი 2-2
ნატახტარი - რუსთავი 1-2
თბილისი - ლაგოდეხი 1-2
გორი - რუსთავი 0-3
წეროვანი - ნატახტარი 0-2
თბილისი - ახალციხე 4-2
გორი - ნატახტარი 0-7
წეროვანი - რუსთავი 1-0
ლაგოდეხი - ახალციხე 1-1
დასავლეთის ლიგა:
ზუგდიდი - ლანჩხუთი 2-0
ოზურგეთი - ბათუმი 1-0
აფხაზეთი - ჭიათურა 0-0
ზუგდიდი - ბათუმი 2-2
ლანჩხუთი - ოზურგეთი 0-2
აფხაზეთი - ონი 2-0
ზუგდიდი - ოზურგეთი 0-2
ლანჩხუთი - ბათუმი 1-0
ჭიათურა - ონი 4-2
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით იმართება.