კვირის 1000 წვრილმანი: ლოდინსაც აქვს ზღვარი

AutoSharing Option
საქმე, რომელიც ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, დეკემბრისთვის გადაიდო.

დარჩება თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია თანამდებობაზე, მკაფიო პასუხი ამაზე ჯერ არ მოგვისმენია. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა განცხადებები კი გააკეთეს, თუმცა გადაჭრით ჯერ არაფერი უთქვამთ, თითქოს, ტაიმ-აუტი აიღეს...

ფედერაცია ამ საკითხს მარტო ვერ გადაწყვეტს და ამის მიზეზი ყველამ იცის - თემურ ქეცბაიას კონტრაქტი ფედერაციასთან აქვს, ფულს კი სახელმწიფო უხდის.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, სახელმწიფოსა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის გარეშე ამას ვერ შეძლებს. მოკლედ, ნაკრების მწვრთნელის საკითხზე
ერთობლივი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ.

ნაკრების გარშემო დატრიალებულმა არასასიამოვნო ბრალდებებმა კარგი მხოლოდ ის მოიტანა, რომ სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ უბიძგეს და ვფიქრობ, დიქტატის პერიოდი უკვე წარსულს ჩაბარდა - თანამშრომლობა ჯანსაღი და სასარგებლო იქნება.

ლოდინსაც აქვს ზღვარი. საფეხბურთო სამყარო დაიღალა გაურკვევლობაში ყოფნით და არ უნდა, რომ ასეთ ლოდინში შეხვდეს ახალ წელს - არა მგონია, ვინმე სხვანაირად ფიქრობდეს.

სახელმწიფო სტრუქტურებიდან, თუ არ ვცდები, არავის უთქვამს, ფეხბურთის ფედერაციას დოტაცია შეუწყდება ან შეუმცირდებაო. დახმარების შეწყვეტა-შემცირება კარგს არაფერს მოუტანს ქართულ ფეხბურთს, სხვა საქმეა, თუ დოტაციის გადანაწილებაზე მოხდება მსჯელობა და კამათი.

ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოვაყენებო და ასეც რომ არ იყოს, არა მგონია, სახელმწიფომ ფედერაციის დოტაცია კონკრეტული პიროვნების ხელშეწყობად აღიქვას.

ნაკრების გარშემო შექმნილი დაძაბული ფონი ნელ-ნელა ჩაცხრება, ამის სიმპტომები უკვე არის და მის განახლებას ხელი არ უნდა შეუწყოს არასწორმა გადაწყვეტილებამ - ამ ეტაპზე, ალბათ, ეს არის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი ამოცანა.

თუ მოთამაშე ნიჭიერი და მიზანდასახულია...
საახალწლოდ სხვა საინტერესო ამბებსაც ველოდებით, მაგალითად, თუ რომელ კლუბში გააგრძელებენ კარიერას თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე.

ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი - ლევან კობიაშვილი შემორჩა ევროპის ელიტურ ლიგას და ისიც ამ სეზონის შემდეგ ასრულებს კარიერას. ოქრიაშვილი და თარგამაძე კი ისეთები არიან, "ილიჩივეცზე" ბევრად უკეთეს გუნდშიც რომ შეუძლიათ თამაში. თარგამაძეს სულაც დაგემოვნებული აქვს ბუნდესლიგა.

ზოგადად, ტრანსფერი რთული თემაა, მხოლოდ ფეხბურთელის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ თუ მოთამაშე ნიჭიერი და მიზანდასახულია, კარგი ტრანსფერის შანსს ღმერთი აუცილებლად მისცემს.

გადამწყვეტი მომენტი მწვრთნელის კარიერაში
ამასობაში, 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა. 19-ანების გუნდი, ვასილ მაისურაძის თავკაცობით, მაისში შვეიცარიას, კვიპროსსა და ისრაელს შეხვდება.

მწვრთნელი მაისურაძე ერთხელაც მოექცა ყურადღების ცენტრში, მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა ერთხელაც მოგვწყვიტა წარუმატებლობებს და შესარჩევში ჩინებულად ითამაშა, ჰოლანდიაც კი დაამარცხა...

მაისურაძე ალღოიანი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელიც ასეთი გამოდგა, კარგად დაიჭირა ის ნიუანსები, რაც ახასიათებს ასაკობრივ ნაკრებებს. სხვისი რა გითხრათ და, მე კი ძალიან მაინტერესებს, როგორი მწვრთნელი იქნება მაისურაძე ისეთ გუნდში, როცა ზრდასრულ ფეხბურთელებთან მოუწევს მუშაობა.

იუნიორებიდან დიდებში გადასვლა საინტერესო, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მომენტია მწვრთნელის კარიერაში, რადგან ყველა ვერ ახერებს ერთნაირად წარმატებული იყოს იქაც და აქაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მართალია, ფეხბურთელის ბრალია თორე სხვა ვინაა დამნაშავე :D რა თამაშებს უყურებთ ვერ ვიგებ.
PARFIUMER
02 დეკემბერი 2013 16:02
0
რითი ვერ მიხვდით პრობლემა არის ფეხბურთელებში,არ არიან პატრიოტები არ უყვართ იმ დონეზე საქართველო რომ ბოლომდე დაიხარჯონ და თავი დადონ მინდორზე საქართველოს სიყვარულის გამო!აი ეს არის მთავარი პრობლემა.სანამ სამშობლო არ ეყვარება ფეხბურთელს მანამ საშველი არ იქნება და ამას ვერცერთი მწვრთნელი ვერ ასწავლის,დაფიქრდით როდის ქონდა ბოლო წარმატება ქართულ გუნდს,რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს ეს მოხდა 1981წელს
benni sanches
02 დეკემბერი 2013 14:01
0
კაი რა წილი, რა ფედერაცია და რა მწვრთნელი. თამაშებს ხო უყურებთ ხალხო? ერთი წელი რო წაუგებლად ჩაამთავრა გუნდმა მაშინ ხო კარგი ქეცბას სტილი? ვერ უყურებთ ნაკრებში ჩამოსვლა არ უნდათ, ბიზნესკლასებით მოინდომეს გულაობა. სტადიონზე მეოთხე მსაჯი ამათზე მეტს დარბის, პასის გაკეთებას მწვრთნელი ვერ ასწავლის ფეხბურთელს და მიწაზე გაგორებულს რო ფეხი უნდა დაარტყა და არა თავი ეგეც მე მგონი ელემენტარულია. ბოსკამპი არ ვარგოდა, ძოძუაშვილი-ყიფიანი არ ვარგოდა, ჩIვაძე-გუცაევმა ვერ გაქაჩა, კუპერი იდიოტი იყო, ტოპმიოლერი კიდე უარესი, არც ქეცბა ვარგა. არავის მოგსვლიათ აზრად რომ ფეხბურთელები არ გვივარგა? რათო უნდა ვითამაშოთ ევროპაზე და მსოფლიოზე როცა არცერთ ტოპ ლიგაში ფეხბურთელი არ გვყავს(კობის გარდა) რუსეთში და უკრაინაში არ ათამაშებენ ტიპებს და რა შედეგზეა ლაპარაკი. როცა შეეძლო ქეცბას მწვრთნელიც იყო და მოთამაშეც და კი იყო ანორთოსისი მშვენივრად. მაგრამ ამ ფეხბურთელებს არც კლასი აქვთ, არც პატრიოტიზმი და არც ჯიგარი, რაგბს მაინც უყურონ ხანდახან იქნებ შერცხვეთ
roko
01 დეკემბერი 2013 20:36
0
გაიხსენეთ ნაკრების დონეზე ვინ აჯობა ესპანეთს,ინგლისს,ჰოლანდიას,უკრაინას,საფრანგეთს და სხვას... არ კმარა?ამ შედეგს ვერ აცნობიერებთ.მხოლოდ მ ა ი ს უ რ ა ძ ე !
fani
01 დეკემბერი 2013 19:04
0
ალექსანდრე ჩივაძე გვყავს ერთადერთი ნათელი წერტილი რომელსაც შეუძლია თანამედროვე ფეხბურთი ათამაშოს გუნდს,პლიუს ამას მას ააქვს ის თვისება რასაც ქვია ფეხბურთელებთან საფეხბურთო ენის გამონახვა ჩივაძეს არასოდეს არ ქონია ფეხბურთელებთან ურთიერთობის პრობლემა.
benni sanches
01 დეკემბერი 2013 14:15
0
კარგით რა რა გეგუჩაძე?!გეგუჩაძე შეიძლება კლუბის დონეზე ვინმეს ურჩიო მწვრთნელათ.რაც შეეხება ნაკრებს ეს უკვე სხვა დონეა,ამ პოსტზე შეიძლება ჩივაძეს ვთხოვოთ რომ ჩაიბაროს ნაკრები,ძაან მაინტერესებს თითონ გეგუჩაძე წავიდოდა ნაკრების მთავარ მწვრთნელად?!
benni sanches
01 დეკემბერი 2013 14:06
0
როცა საქართველოშო გვყავს ისეთი მწვრთნელი,როგორიც გია გეგუჩაძეა,უცხოელი მწვრთნელის ძებნა სრული გაუგებრობაა,ხომ გახსოვთ–'' თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა''–ო,ზუსტად ასე მოგვდის.გეხსომებათ მისი გაწრთვნილი გუნდები როგორ გააზრებულ,დალაგებულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ,ან როგორი ჯანსაღი და კორექტული დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან.მივცეთ ამ კაცს შანსი,უკეტესი ტუარა,უარესი ნამდვილად არ იქნება,რა გახდა ბოლოს და ბოლოს,უზარმაზარი ქვეყნების პრეზიდენტები იცვლებიან და ნაკრების მწვრტნელის შეცვლა არ შეიძლება?თუ ფულშია საქმე,ჩვენ შევუგროვოთ ბატონო ეგ ფული,ოღონდ წავიდეს!
rezo rezos
01 დეკემბერი 2013 13:35
0
საქართველოში ბევრია ნიჭიერი ფეხბურთელი,მწვრთნელების ნაკლებობასაც არ განვიცდით,მაგრამ გვაქვს ორგანიზებულობის,ურთიერთგატანის და სიყვარულის უმწვავესი დეფიციტი,ეგოიზმმა და ამბიციურობამ წაგვლეკა,ასე არ არის? ვაღიაროთ!!!
rezo rezos
01 დეკემბერი 2013 13:23
0
სავსებით ვეთანხმები ქომაგს, საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი საერთოდ რომ არ ჰყოლოდა,ამ 2 ციკლის შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდა,რადგან ქეცბაიამ ფაქტიურად მოკლა გუნდის შემტევი პოტენციალი,11 კაცი კარებში ჩააყენა და მხოლოდ მოგერიება უბრძანა.ცალკეული გამობრწყინებები მხოლოდ ფეხბურთელების ტალანტის გამოვლინებაა.ამას დაუმატეთ პერმანენტული კონფლიქტები წამყვან მოთამაშეებტან,რის გამოც ისინი ნაკრების მიგმა დარჩნენ.არანაირი ხელცერა,სატამაშო იდეა,ტაქტიკა მწვრტნელს არ გააჩნია.ბოლოს დაბოლოს კაცმა ლაპარაკი არ იცის,რომ კომუნიკაცია დაამყაროს.ერთადერთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის გია გეგუჩაძის დანიშვნა ნაკრების მცვრთნელად.ძალიან კარგი ფეხბურტელი იყო ქეცბაია,მაგრამ რა ვქნატ,მწვრტნელად არ გამოდგა.ხოლო ის ფაქტი,რომ ფედერაცია ხელს აფარებბს ქეცბაიას,მხოლოდ იმაზე მიუთითებს,რომ ამ ორგანიზაციის მესვეურები საკუთარი მერკანტილური მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ,და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.სირცხვილია!
rezo rezos
01 დეკემბერი 2013 13:18
0
ვფიქრობ ქეცბაიას დატოვება დიდი შეცდომა იქნება, რადგან ვერ უზრუნველყოფს ნაკრებში სიტუაციის დალაგებას და შიდა არეულობა კი ნებისრმიერ გუნდისათვის მხოლოდ ცუდის მომტანია...
შესაბამისად ვერც პერსპექტივას ვხედავ იმის, რომ ქეცბაიამ შეძლოს და დაალაგოს ნაკრები, როგორც შიდა ურთიერთობების გზით, აზრიანი ფეხბურთის თამაშის გზით...
ქეცბაიას როგორც მწვრთნელის მსოფმხედველობა უკვე ნათელია, 10 კაცით დაცვაში დადგომა და გოლის არგაშვებაზე თამაში. ამით ქეცბაია ცდილობს დიდი ანგარიშით არწაგებას და ამით საკუთარ კვალიფიკაციაზე უთითებს, რომ დიდი ანგარიშით ჩემს ხელში გუნდი არ აგებსო. ამასთან მწვრნელის შესაძლებლობა იმით განისაზღვრება, როგორ შეუძლია შეტევა მის გუნდს, რაგდან შეტევას უფრო მეტი აზროვნება და ფანტაზია(კომბინაციების დამუშავება, დახაზვა, ტაქტიკურად სწორად მოძრაობის დაგეგმვა და სხვა) ჭირდება რაც ყველას არ შეუძლია და არც ქეცბაიაში არ ჩანს ამის პოტენციალი... მე მაგალითად ისეთ სამარცხვინო ფეხბურთს ხორვატიაში გასვლაზე რომ ითამაშა ნაკრებმა,(წააგო და თან ტაიმ-ბოლი დასვეს გუნდებმა), როდესაც 1-ხელ გადავიდა მეტოქის მოედანზე და დანარჩენი საკუთარ საჯარიმოსთან იყო ჩაკეტილი, ღი ფეხბურთის მოთამაშე ნაკრები მირჩევნია(მაინც აგებს ასეც და ისეც და ფეხბურთი მაინც ითამაშოს).

პ.ს ყველაზე საინტერესო ამ სიტუაციაში ფედერაციის პოზიციაა, რომელზეც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება:
1. არ აწყობს ქეცბაიას გაშვება (წელიწადში 2 000 000-ს უხდის სამწვრთნელო შტაბს და არაა გამორიცხული აქედან წილიც ქონდეს ატკატის სახით და არ ეთმობოდე), თუმცა რადგან თანხას სახელმწიფო იხდიდა, ღიად ვერ აცხადებს მწვრთნელის დატოვების სურვილს მკვეთრად უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის გამო და ასევე ვერც ღიად აცხადებს და დგამს ქეცბაიას საწინააღმდეგო ნაბიჯებს(ეშინია რომ მერე ქეცბაიამ საკუტარი გაუაზრებელი და გაუწონასწორებელი ლაპარაკით, არ მოაღოს პირი და არ განაცხადოს მწვრთნელების ხელფასებში ვინ რამდენით იჯდა წილში ფედერაციიდან). ამიტომაცაა ასეთი გაურკვევლობა, თორემ ძალიან ადვილია გარკვევა, დადონ კონტრაქტის დედანი და ნახოს საზოგადოებამ რა წერია შიგნი და რატომაა ასე პენტაგონის დოკუმენტზე უფრო გასაიდუმლოვებული ეს კონტრაქტი.
2.
ქომაგი
01 დეკემბერი 2013 12:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული