წინაისტორია გეცოდინებათ - ახლახან ჩეხეთის ნაკრები სწორედ ამ კლუბის დამრიგებელ პაველ ვრბას ჩააბარეს. მართალია, ის სეზონს "პლზენში" ჩაამთავრებს, მაგრამ კლუბი მის შემცვლელს უკვე ეძებს. ჩეხური სპორტული მედიის ინფორმაციით, ამ პოსტზე ორი მთავარი კანდიდატია - ზდენეკ ზემანი და დუშან უჰრინი-უმცროსი.
"დუკლას" თავკაცის ლუბოშ კოზელის ვარიანტი აღარ განიხილება, რადგან თავის კლუბთან ხელშეკრულება კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა.
რაც შეეხება ზემანს, ის იტალიაში ცხოვრობს და მაღალანაზღაურებად
ამგვარად, მთავარ კანდიდატურად "დინამოს" ამჟამინდელი დამრიგებელი გამოცხადდა. მეტიც, "დენიკი" წერდა, რომ "პლზენის" წარმომადგენლები თბილისშიც იყვნენ მოლაპარაკებებზე. საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია "პლზენმა" არც უარყო და არც დაადასტურა.
თავად უჰრინმა კი "სპორტ ბლესკთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გადასვლის სურვილი საჯაროდ დაადასტურა:
"მე "პლზენის" მწვრთნელად? რა თქმა უნდა, ეს საინტერესო იქნებოდა, "პლზენი" ხომ ჩეხეთში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მაგრამ ამჟამად თქვენს ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, რადგან "პლზენიდან" არავინ შემხმიანებია. ჩემი აზრით, "პლზენს" დიდი პოტენციალი აქვს და მისი მწვრთნელობა სერიოზული გამოწვევაა".
დატოვებს თუ არა უჰრინი თბილისის "დინამოს" და კარიერას სამშობლოში გააგრძელებს? ამ კითხვით "ლელომ" ჩეხ სპეციალისტს მიმართა.
"პირდაპირ ვამბობ, რომ მე და "პლზენს" მოლაპარაკება არ გვქონია. დღეს მხოლოდ "სპარტაკთან" თამაშზე ვფიქრობ", - ლაკონურად გვიპასუხა უჰრინმა და თემის განვრცობა არ ისურვა.
არადა, ბევრი კითხვა გვქონდა: რას ნიშნავდა "პლზენის" პრესსამსახურის ორჭოფული პასუხი და თავად მისი კომენტარი?
ალბათ, პაველ ვრბას მსგავსად, უჰრინიც სეზონს თბილისის "დინამოში" ჩაამთავრებს, მაგრამ რა მოხდება მომავალი სეზონის დაწყებამდე, კაცმა არ იცის. იქამდე დიდი დროა და საჩქაროც არაფერია.
სხვათა შორის, დიდი ხანია მუსირებს ვერსია, რომ უჰრინის წასვლის შემთხვევაში, გუნდს მარტვილის "მერანის" ყოფილი დამრიგებელი, აწ უკვე "დინამოს" დუბლების თავკაცი მალხაზ ჟვანია გაწვრთნის.
მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვერსიაა და არავინ ადასტურებს.
იყო სხვა ვერსიებიც, მაგრამ უჰრინი, ჯერჯერობით, "დინამოშია" და შეგირდებთან ერთად "სპარტაკთან" მატჩისთვის ემზადება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ალბათ სკოლა,მწვრთნელი,ოჯახი...ყველას.
ამბიციური(მაგრამ არა ფეხბურთში)ხეპრე,მაგრამ ფეხბურთში სად იკარგება ეს ამბიცია?სპორტული თვალსაზრისით.ინტელექტის ნაკლებობა?
მაგაზე ბევრ ჭკვიან ხალხს აქვს ნაფიქრი და ჯერ ვერ გაიგო ვერავინ,რატო იწყება და მთავრდება ამათი აზროვნება X5-ით და უახლესი მოდელის ტელეფონით.ბევრი ამ ყველაფერს (და საერთოდ ყველაფერ ცუდს) საბჭოთა კავშირს და სტალინს აბრალებს,მაგრამ უფრო ასაკოვანმა ხალხმა,ვინც იმ დროს მოესწრო,მშვენივრად იცის,რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები მაშინაც 1 თავით მაღლა იდგნენ ყველა დანარჩენ რესპუბლიკაზე (ხალხის მენტალობითაც სხვათა შორის) ასე რომ მაგ კითხვაზე პასუხი არ არსებობს,ეგრეა და მორჩა,საშუალო სტატისტიკური ქართველი არის გაუნათლებელი ხეპრე