უცნობი ფაქტი: როგორ გადაურჩა "ჩიხურა" ავიაკატასტროფას [VIDEO]

AutoSharing Option
2013 წლის 10 ივლისს საჩხერის "ჩიხურა" ლიხტენშტაინში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ "ვადუცს" უნდა შეხვედროდა.

შეგახსენებთ, ევროპალიგის პირველი ეტაპის პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და უგოლოდ დასრულდა, მეორე მატჩი კი საჩხერელებმა ანგარიშით 1:1 დაასრულეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მატჩები ჩავლილია და როგორ დასრულდა "ჩიხურას" მოგზაურობა ევროთასებზე, ვიცით, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ ზაფხულს "ჩიხურას" თვითმფრინავი მგზავრობის დროს კატასტროფას გადაურჩა.

ამ ამბის ამსახველი ვიდეო შემთხვევით აღმოვაჩინეთ. კადრში ნათლად ჩანს, როგორ არასაიმედოდ ეშვება თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე, აკეთებს "სკუპებს"
და "კუდს" ლამის მიწას ურტყამს. საბოლოოდ პილოტი დაშვებას არ რისკავს და Boeing 737-900 ისევ ცაში აჰყავს...

აღნიშნული ფაქტი საჩხერის "ჩიხურას" პრესცენტრთან გადავამოწმეთ.

"დიახ, მაშინ ამ "ბოინგით" "ჩიხურა" მგზავრობდა. სტამბულიდან გერმანიის პატარა ქალაქში ჩავფრინდით და იქიდან ვადუცში ავტობუსით წავედით.

ღმერთმა გადაგვარჩინა.

დაშვების დროს პანიკა არ ამტყდარა, მაგრამ შინაგანად, რა თქმა უნდა, ყველას შეგვეშინდა, რადგან ვხედავდით, როგორ დაეშვა თვითმფრინავი და კვლავ აფრინდა.

როგორც შემდეგ პილოტმა გამოაცხადა, მათ სხვა ასაფრენ ზოლზე დაშვება გადაწყვიტეს და თვითმფრინავიც ამიტომ აფრინდა უკან ჰაერში",
- გვითხრა პრესსამსახურის უფროსმა თორნიკე შალამბერიძემ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ვადუცი-ჩიხურა 1:1 - სოსო ფრუიძე მართალს ამბობდა... [VIDEO]
ჩიხურა-ვადუცი 0:0 - ერთი დონის მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ვიდეო არის გადაGებული მალაგაში
FC DINAMO
18:02 13-12-2013
0
რატომ ცრუობთ?
ეს კადრი გადაგებულია მალაგაში და არანაირ კავშირში არ არის გერმანიასთან და მით უმეტეს ჩიხურასთან

http://www.youtube.com/watch?v=dpaQsz5EEn4
gogi
23:03 13-12-2013
0

სიახლეები პოპულარული