საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ საკითხზე მწვრთნელებთან ერთად იმსჯელა და გადაწყდა, რომ ამ გათამაშებაზე ნაკრები ვერ გაემგზავრება.
საუბარი იყო ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრებზე, რომელსაც მაისში ელიტრაუნდი აქვს სათამაშო და ასეთი მასშტაბური ტურნირი გუნდს წაადგებოდა, თუმცა ამ ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა უმაღლესი ლიგის კლუბების ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და იანვრის ბოლოს, მაშინ, როცა "თანამეგობრობის თასი" ტარდება, ყველა ეს კლუბი საწვრთნელ შეკრებაზე
5 მარტამდე კი ფიფა-უეფას ოფიციალური სათამაშო დღეები არ არის და აქედან გამომდინარე, კლუბები თავიანთ ფეხბურთელებს სანაკრებო შეკრებაზე ვერ გამოუშვებენ. შესაბამისად, ის მიზანი, რაც ამ ტურნირზე მონაწილეობას უნდა ჰქონოდა, ვერ შესრულდება.
აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელებმა იხელმძღვანელეს წმინდა სპორტული პრინციპით, ვინაიდან გუნდის შეკრება ვერ ხერხდება და ტურნირის მასპინძელ მხარეს ამის შესახებ უკვე ეცნობა.
სფფ-ის პრესსამსახური