საქართველოს ნაკრები "თანამეგობრობის თასზე" სპორტული პრინციპით არ წავა

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ სფფ-ში ოფიციალური წერილი გამოგზავნა, სადაც "თანამეგობრობის თასის" 22-ე გათამაშებაზე საქართველოს ასაკობრივი ნაკრები (1993 წელს დაბადებულები და ზემოთ) მიიწვიეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ საკითხზე მწვრთნელებთან ერთად იმსჯელა და გადაწყდა, რომ ამ გათამაშებაზე ნაკრები ვერ გაემგზავრება.

საუბარი იყო ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრებზე, რომელსაც მაისში ელიტრაუნდი აქვს სათამაშო და ასეთი მასშტაბური ტურნირი გუნდს წაადგებოდა, თუმცა ამ ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა უმაღლესი ლიგის კლუბების ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და იანვრის ბოლოს, მაშინ, როცა "თანამეგობრობის თასი" ტარდება, ყველა ეს კლუბი საწვრთნელ შეკრებაზე
იქნება.

5 მარტამდე კი ფიფა-უეფას ოფიციალური სათამაშო დღეები არ არის და აქედან გამომდინარე, კლუბები თავიანთ ფეხბურთელებს სანაკრებო შეკრებაზე ვერ გამოუშვებენ. შესაბამისად, ის მიზანი, რაც ამ ტურნირზე მონაწილეობას უნდა ჰქონოდა, ვერ შესრულდება.

აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელებმა იხელმძღვანელეს წმინდა სპორტული პრინციპით, ვინაიდან გუნდის შეკრება ვერ ხერხდება და ტურნირის მასპინძელ მხარეს ამის შესახებ უკვე ეცნობა.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა,გუნდის შეკრება რომ მოხერხებულიყო წავიდოდნენ? სხვა შემაფერხებელი მიზეზი არ არსებობს? მხოლოდ სპორტული დაბრკოლებაა?
rezo rezos
15:35 13-12-2013
0
კიდე კაი სპორტული დაბრკოლება მოხდა თორე ესენი მართლა მიდიოდნენ.
tite
04:26 14-12-2013
0

სიახლეები პოპულარული