თბილისის "დინამოს" ასაკობრივმა გუნდმა რუსეთში გამართული დინამიადა მოიგო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის U13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის (დინამიადა) გამარჯვებული გახდა.

ჯგუფურ ეტაპზე მოსკოველ თანაკლუბელებთან განცდილი მარცხის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს.

დინამიადის ფინალურ მატჩში ქართულმა გუნდმა მოსკოვის "დინამო" - 3:2 დაამარცხა. მატჩი თბილისელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ, ზუკა დავითაშვილმა და ნიკა ნინუამ გაიტანეს.

ფინალურ მატჩში დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
ბულისკერია, ჯიჭონაია, გაბელაია, ბექა ხარშილაძე, ბასარია, ნინუა, ჩაკვეტაძე, გიორგი ხარშილაძე, ჩიქოვანი, გულდედავა,
დარცმელია.

ნახევარფინალურ მატჩში თბილისელმა მოზარდებმა კიევის "დინამოს" თანატოლთა გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

წყარო: fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
აქცენტი ყველაზე უნდა გაკეთდეს რა შუაშია მეგრელი?ქარტველები არ ვარტ ყველა?
ხარა
10:21 14-12-2013
0
გადახედეთ შემადგენლობას, 11-დან 7 ბავშვს მეგრული გვარი აქვს. ამ კუთხის ხალხს, ფეხბურთის თამაში გენში აქვთ და ეს ნიჭი და უნარი უნდა გამოვიყენოთ.
asea es
17:36 13-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული