ჯგუფურ ეტაპზე მოსკოველ თანაკლუბელებთან განცდილი მარცხის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს.
დინამიადის ფინალურ მატჩში ქართულმა გუნდმა მოსკოვის "დინამო" - 3:2 დაამარცხა. მატჩი თბილისელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ, ზუკა დავითაშვილმა და ნიკა ნინუამ გაიტანეს.
ფინალურ მატჩში დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
ბულისკერია, ჯიჭონაია, გაბელაია, ბექა ხარშილაძე, ბასარია, ნინუა, ჩაკვეტაძე, გიორგი ხარშილაძე, ჩიქოვანი, გულდედავა,
ნახევარფინალურ მატჩში თბილისელმა მოზარდებმა კიევის "დინამოს" თანატოლთა გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.
წყარო: fcdinamo.ge