"სალერის თასის" ფინალში "საბურთალომ" მადრიდის "ატლეტიკო" დაამარცხა [PHOTO]

AutoSharing Option
"საბურთალო" "სალერის თასის" მესამე გათამაშების გამარჯვებული გახდა. ქართულმა გუნდმა ფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" თანატოლებთან 11-მეტრიანებში იმარჯვა და მთავარ პრიზს დაეუფლა.

ეს გუნდები ჯგუფშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა 1:1 დასრულდა. ამჯერადაც ძირითადი დრო 1:1 მორჩა.

შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია, "ბენდელაზე" მრავალი ცნობილი ადამიანი შეიკრიბა - ვეტერანი ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჩინოსნები. ქართულ-ესპანურ ფინალს თვალს ბერა ივანიშვილიც ადევნებდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - 62-ე წუთზე თავი ალბერტო რენტერომ გამოიჩინა, 76-ე წუთზე კი გიორგი ხარაიშვილმა ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა - "საბურთალოს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიშორა
და "ატლეტიკოს" კარის ბადე მოხდენილი დარტყმით შეარხია.

სხვათა შორის, სწორედ ხარაიშვილმა გაიტანა გამარჯვების პენალტი 11-მეტრიანების სერიაში.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

სალერის თასი 2013. ფინალი
22 დეკემბერი. "ბენდელა". 1200 გულშემატკივარი
საბურთალო-ატლეტიკო 1:1 (0:0) 4:2 პენალტები
საბურთალო: კუპატაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი (კ), ბარამიძე, ბლიაძე, წოწონავა, წივილაშვილი.
ცვლილებაზე შევიდნენ: გოშაძე, მარგველაშვილი, რუხაძე, ჩაბრაძე.
ატლეტიკო: პერესი, პრიეტო (კ), როდრიგესი, დელ ამო, რენტერო, არანდა, ანგელ აგუერო, ალვარესი, ბარე, ტალავერა, მორენო.
ცვლილებაზე შევიდნენ: მიგელ რომანი, ფ. ობამა, ს. ობამა, გომესი.
გოლები: 0:1 რენტერო (62), 1:1 ხარაიშვილი (76).
გაძევება: ხესუს არანდა (70).
მთავარი მსაჯი: ოთარ ხეცაძე

ნომინაციებში საუკეთესოები:
საუკეთესო მეკარე - ოთო გოშაძე (საბურთალო)
საუკეთესო მცველი - ჯიმი ტაბიძე (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი - კეიდი ბარი (ატლეტიკო)
საუკეთესო თავდამსხმელი - მუჰამედ ავადი (მაკაბი)
ბომბარდირი - ალბერტო რენტერო (ატლეტიკო, 4 გოლი)
გულშემატკივრების სიმპატია - ბორდან ლედნიოვი (დნიპრო)
საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო)
თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა პრიზი საუკეთესო "ათიანი" - გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ!მომავალში მეტი წარმატებები!მაგრამ...100%-ჯამარაული!კარგია რომ აღიარებს -პროფესიონალიზმი აკლდა 90წლების ნიჭიერ თაობას.
დღეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება კროიფი-კონსულტანტად!ჩვენ ფეხბურთის აზრზე არ ვართ...არ გვყავს მწვრთნელები,რომლებიც სწორად გაზრდიან მომავალ თაობებს.დარატომ უშლიან ,,მატაობას,,?მხოლოდ პასებით ინდივინდუალურად ძლიერი ფეხბურთელები არ გაიზრდებიან.გუშინ საბურთალომ ინდივინდუალური გარღვევით გაიტანა,ხოლო პასებით ვერაფერი ვერ შექმნეს.
და კიდევ -თამაშის შემდეგ ჩხუბისგან თავი უნდა შეეკავებინათ ნებისმიერი მიზეზით...და მსაჯსაც სჯობდა არ გაეგდო ესპანელი...არ გინდათ რომ ჩამოვიდნენ მომავალ წელს?სწორედ ასეთი ტურნირებით და ძლიერ მეტოქეებთან მატჩებით თუ გაიზრდება თაობა.
კარგი იქნება 8-გუნდიანი ტურნირი სამი ქართული კლუბით,და კიდევ უფრო უკეთესი,თუ წელიწადში ორჯერ,ზაფხულშიც...ბევრი მოვინდომე?
akhali
23 დეკემბერი 2013 14:22
0
გილოცავთ და უფრო დიდ წარმატებებს ცელით თქვენგან . ბერა რომ ესწრებოდა მაგაში ცუდი რა დაინახე  ?
beso65
23 დეკემბერი 2013 14:00
0
ბერა თუ ესწრებოდა კაია :)))არ დაგეკარგოთ!!ხტფუიიიი
:D :D
23 დეკემბერი 2013 10:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული