აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე: ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის აპო­კა­ლიფ­სი

AutoSharing Option
"სტა­დი­ონ­ზე გა­და­ვე­დით და ავ­ტო­ფა­რე­ხი დაგ­ვ­ხ­ვ­და", - წერს "ფე­ის­ბუქზე" უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რ­და, რო­მელ­მაც თბი­ლი­სის ცენ­ტ­რ­ში, ვე­რის პარ­კ­ში მდე­ბა­რე ცნო­ბი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მი­ნი-მო­ედ­ნის შო­კის­მომ­გ­ვ­რე­ლი სუ­რა­თი გა­ავ­რ­ცე­ლა...

ვე­რის პარ­კის კრი­ზი­სი
ეს ად­გი­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბის­თ­ვის მო­ე­დან­ზე მე­ტია და ამი­ტო­მაც შე­ე­ცა­და "ლე­ლო" პრობ­ლე­მა­ში გარ­კ­ვე­ვას. ვე­რე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იმუქ­რე­ბი­ან, სტა­დი­ო­ნის ავ­ტო­ფა­რე­ხად გა­და­კე­თე­ბა, შე­საძ­ლოა, ეს თე­მა თბი­ლი­სურ "ტაქ­სი­მის პარ­კის" კრი­ზი­სად (პრო­ტეს­ტი სტ­ამ­­ბულ­ში) გა­და­იქ­ცე­სო.

"მოკ­ლედ, ვე­რის პარ­კის ცნო­ბი­ლი ღია სტა­დი­ო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს. რაც ვერ გა­ბე­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, ახ­ლა მო­ხერ­ხ­და.

ეს სტა­დი­ო­ნი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს - უამ­რავ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა თა­მა­ში აქ ის­წავ­ლა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის
და­ვით ყი­ფი­ა­ნიც
კმა­რა. ლე­ვან ყი­ფი­ან­მაც ამ სტა­დი­ონ­ზე გა­ა­ტა­რა ბავ­შ­ვო­ბა და პა­რა­დოქ­სია, რომ ეს სა­ფეხ­ბურ­თო მე­ქა მი­სი მი­ნის­ტ­რო­ბის დროს და­ი­კარ­გა.

გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შეკ­რე­ბის­თ­ვის ქა­ლაქ­ში ორი ად­გი­ლი იყო - ვე­რის პარ­კი და "მუშ­ტა­ი­დი" თა­ვი­სი მი­ნი-სტა­დი­ო­ნე­ბით. თით­ქოს, სა­ნაც­ვ­ლოდ, არ­სე­ბუ­ლი სტა­დი­ო­ნის ზო­მის ნა­ხე­ვა­რი კორ­ტებ­ზე გა­მოყ­ვეს. ამით კორ­ტე­ბიც და­ა­ზა­რა­ლეს - იქ შეს­ვ­ლა ფა­სი­ა­ნია და თან ბურ­თი სა­ნა­პი­რო­ზე ვარ­დე­ბა ხოლ­მე.

მოკ­ლედ, ვე­რა­ზე ბავ­შ­ვებს ჯან­მ­რ­თე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი აუკ­რ­ძა­ლეს", - წერს ერთ-ერ­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

"ჟურ­ნა­ლის­ტებს მხო­ლოდ მი­ნის­ტ­რებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი სა­სი­კე­თოს არა­ფერს მო­გი­ტანთ. ნა­ხეთ ხალ­ხის გან­წყო­ბა, მი­დით პარ­კ­ში და ესა­უბ­რეთ - ვე­რე­ლე­ბი გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი არი­ან. უკ­ვე ერ­თი წე­ლია, რაც ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. ფუტ­სა­ლის ბი­ჭე­ბის გარ­და, ხმა არა­ვინ ამო­ი­ღო.

მარ­ტო ლე­ვან გრი­გო­ლია და მი­სი მე­გობ­რე­ბი იბ­რ­ძოდ­ნენ და მა­ინც ვე­რა­ფე­რი მო­ა­ხერ­ხეს. გრი­გო­ლია ჩვე­ნი უბ­ნე­ლია და ყვე­ლა­ფე­რი იცის. ეს ტე­რი­ტო­რია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­საა და ად­ვი­ლად ვერ გა­ყი­დიდ­ნენ.

ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა უეფას თან­ხებს დებ­და, დარ­ბა­ზი და სტა­დი­ო­ნი მა­ღალ დო­ნე­ზე რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ფუტ­სა­ლის ხალ­ხი მე­რი­ას ებ­რ­ძო­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ, არ და­უთ­მეს.

იქ­ნებ ვე­რის პარ­კი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. და­მი­ჯე­რეთ, აქ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თ­ვის ბევ­რი უჩი­ნა­რი საქ­მე კეთ­დე­ბო­და! ეს იყო ფეხ­ბურ­თის მე­ქა. ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი იხ­სე­ნებს, რომ ად­რე ამ სტა­დი­ონ­ზე ვე­რე­ლე­ბი დიდ "დი­ნა­მოს" მა­ი­სუ­რებ­ზე ეთა­მაშ­ნენ და მო­უ­გეს. აქ ფეხ­ბურ­თის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით ვიკ­რი­ბე­ბო­დით და ჩვენ ამ მო­ე­დანს არ დავ­თ­მობთ.

მოკ­ლედ, ყი­ფი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­და­არ­ჩი­ნოს ბა­ღი და სტა­დი­ო­ნი", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი, ვე­რე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

მე­რე დე­დე­ბიც გა­ყი­დეთ!
ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ გა­ნუ­კითხა­ვი და და­უკ­რე­ფავ­ში გა­და­სუ­ლი პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის შე­დე­გია, რომ­ლის მი­ზა­ნი ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით შევ­სე­ბა იყო.

გა­იხ­სე­ნეთ, ბო­ლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­ტო თბი­ლის­ში რამ­დე­ნი სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­და­ნი გა­ნად­გურ­და და გას­ხ­ვის­და: ოქ­რო­სუ­ბან­ში ძვე­ლი 35-ე სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის (სა­დაც გა­ი­ზარ­დ­ნენ მეს­ხი, კოტ­რი­კა­ძე, იამა­ნი­ძე, კა­ლო­ე­ვი, ყი­ფი­ა­ნი, გუ­ცა­ე­ვი, მა­ჩა­ი­ძე­ე­ბი, ჩი­ვა­ძე, ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი) ნაც­ვ­ლად, ჯერ სა­კოლ­მე­ურ­ნეო ბა­ზა­რი გახ­ს­ნეს, შარ­შან კი მშე­ნებ­ლო­ბა წა­მო­იწყეს.

იყო და­პი­რე­ბა, რომ სკო­ლას სხვა ად­გილ­ზე აუშე­ნებ­დ­ნენ მო­ე­დანს, მაგ­რამ რა სკო­ლა და რის მო­ე­და­ნი?!

ვა­კის სტუდ­ქა­ლა­ქის მო­ე­დან­ზე კორ­პუ­სე­ბი წა­მო­ჭი­მეს, ისე­ვე, რო­გორც იქ­ვე მდე­ბა­რე "ირა­ოს" სტა­დი­ონ­ზე, რო­მე­ლიც ბო­ლო წლებ­ში ვა­კე­ში ერ­თა­დერ­თი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა იყო.

თბი­ლი­სე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის თავ­შეყ­რის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლის, ავ­ლაბ­რის სტა­დი­ო­ნის გარ­შე­მო სახ­ლე­ბი ააშე­ნეს და ოდეს­ღაც სა­უ­კე­თე­სო მო­ე­და­ნი აღარ არ­სე­ბობს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ რაგ­ბი­ზე გა­და­ცე­მულ "სი­ნათ­ლი­სა" და "შე­ვარ­დე­ნის" სტა­დი­ო­ნებ­სა და დი­ღომ­ში მდე­ბა­რე თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვის" სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის ბა­ზა­ზე.

გა­ი­ყი­და "ნორ­ჩი დი­ნა­მო­ე­ლის" სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა, სა­დაც 6 დი­დი და პა­ტა­რა ზო­მის მო­ე­და­ნი იყო. ის, რომ ამ უკა­ნას­კნელს სა­მა­გი­ე­როდ ნა­ძა­ლა­დევ­სა და თემ­ქა­ზე მდე­ბა­რე "შრო­მი­თი რე­ზერ­ვე­ბი­სა" და "სი­ხა­რუ­ლის" სტა­დი­ო­ნე­ბი გა­დას­ცეს, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ დი­დუ­ბე­ში სხვა სკო­ლა გა­იხ­ს­ნე­ბა - ეს სა­ფეხ­ბურ­თო უბა­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ფეხ­ბურ­თო ცენ­ტ­რის გა­რე­შე დარ­ჩა.

ვი­ღა­ცე­ბის მა­დას შე­ე­წი­რა ტრი­კო­ტა­ჟის სტა­დი­ო­ნი (სა­დაც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გეს მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძემ, ალექ­სან­დ­რე ჩი­ვა­ძემ, გე­ლა კე­ტაშ­ვილ­მა), რო­მელ­საც დღემ­დე უფუ­ლოდ და უხელ­ფა­სოდ მო­მუ­შა­ვე ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი - ჟა­ნი ლე­ჟა­ვა და და­ვით სხი­ე­რე­ლი ებღა­უ­ჭე­ბი­ან და სა­ფეხ­ბურ­თო ჯგუ­ფებს ინარ­ჩუ­ნე­ბენ, თო­რემ იქაც მშე­ნებ­ლო­ბაა დაწყე­ბუ­ლი.

უს­ტა­დი­ო­ნოდ და და­პი­რე­ბე­ბის ამა­რა და­ტო­ვეს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ორი ბურ­ჯი, ბა­თუ­მი და ზუგ­დი­დი. მოკ­ლედ, ბო­ლო 10 წლის "ბრწყინ­ვა­ლე" შე­დე­გე­ბი სა­ხე­ზეა: რამ­დე­ნი­მე ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა ჩაკ­ლეს, ორი დი­დი ქა­ლა­ქი კი უს­ტა­დი­ო­ნოდ დარ­ჩა და სად გავ­ზარ­დოთ მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რო­მელ­თა დე­ფი­ცი­ტიც ბო­ლო 4-5 წე­ლი აშ­კა­რაა?

ბო­ლოს და ბო­ლოს, ამ ქვე­ყა­ნა­ში ფულ­ზე მე­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აღარ დარ­ჩა? ნუ­თუ ისე გავ­ხარ­ბ­დით, რომ ერის მო­მა­ვა­ლი, ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სიც პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას უნ­და შევ­წი­როთ? მა­შინ იქ­ნებ ქვე­ყა­ნაც ბი­თუ­მად გავ­ყი­დოთ?!

ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის კო­მა
მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებ­ზე მა­ყუ­რებ­ლის დას­წ­რე­ბამ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად იკ­ლო. მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სა­გა­ზაფხუ­ლო ეტაპ­ზე ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რად­გან სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დე­ბი თით­ქ­მის აღარ დარ­ჩა.

თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტ­მა რო­მან ფი­ფი­ამ გუნ­დის გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბა და­იწყო;

მცხე­თა­ში, "ვიტ ჯორ­ჯი­ას­თან" მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბამ­დე, "ტორ­პე­დოს" მე­პატ­რო­ნე ლე­ვან ფხა­კა­ძე ხალხს და­ემ­შ­ვი­დო­ბა, წა­ვე­დიო. და­დას­ტურ­და, რომ ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დო" მე­პატ­რო­ნემ, კომ­პა­ნია "ვი­სოლ­მა" მი­ა­ტო­ვა - ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გუნდს 23 დე­კემ­ბერს ამ­ც­ნეს და ამის შე­სა­ხებ დღეს-ხვალ სა­ჯა­რო­დაც გა­ნაცხა­დე­ბენ. თუ ზამ­თარ­ში ვინ­მე არ გა­მოჩ­ნ­და, "ტორ­პე­დო" შე­იძ­ლე­ბა გა­თა­მა­შე­ბი­დან მო­იხ­ს­ნას. სე­ზო­ნის ჩამ­თავ­რე­ბა ახ­ლა მთლი­ა­ნად ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფეხ­ბურ­თ­ში ბიზ­ნეს­მენ­თა მი­ზიდ­ვის ძვე­ლი ხერ­ხე­ბით კი არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და.

ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ისიც, რომ დაშ­ლის პი­რა­საა "ზეს­ტა­ფო­ნი", რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურგს" ბი­უ­ჯეტს საგ­რ­ძ­ნობ­ლად უმ­ცი­რე­ბენ და პირ­ტიტ­ვე­ლა ბი­ჭე­ბის ამა­რა რჩე­ბა;

ბოლ­ნი­სის "სი­ო­ნის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა სა­მარ­თ­ლი­ანად მი­იჩ­ნევს, რომ 850 ათა­სი ლა­რი ნორ­მა­ლუ­რი გუნ­დის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად და შე­სა­ნა­ხად არა­საკ­მა­რი­სია;

"ვიტ ჯორ­ჯი­აც" იძუ­ლე­ბუ­ლია, გა­ზაფხუ­ლი­დან მხო­ლოდ ბავ­შ­ვებს და­ეყ­რ­დ­ნოს.

მოკ­ლედ, ჩემ­პი­ო­ნა­ტი მარ­თ­ლაც ჩაშ­ლის პი­რა­საა და თუ ჩა­ტარ­დე­ბა, ვაი, ასეთ ჩემ­პი­ო­ნატს...

წლე­ბის წი­ნათ "სარ­ბი­ე­ლი­სა" და "ამე­რის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ზუ­რაბ ფოცხ­ვე­რი­ას ნათ­ქ­ვა­მის და­ჯე­რე­ბა არ მსურ­და - ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი ისე­ვე მოკ­ვ­და, რო­გორც დი­დი უნ­გ­რუ­ლი ფეხ­ბურ­თიო. მა­შინ ეს სიტყ­ვე­ბი გულ­ზე მომ­ხ­ვ­და, მაგ­რამ მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა.

ახ­ლა ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბაც აღა­რაა. ვა­სილ მა­ი­სუ­რა­ძის გუნ­დის გარ­და, თით­ქ­მის აღა­რა­ფე­რი შე­მოგ­ვ­რ­ჩა.

გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი უკ­ვე ცი­ნიზ­მით წე­რენ:

"სად არის ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის საფ­ლა­ვი, ყვა­ვი­ლე­ბი მინ­და მი­ვი­ტა­ნო და ტრა­დი­ცია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო. უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი რომ ჩა­მოვ­ლენ, პრო­ტო­კო­ლით მოვ­თხო­ვოთ, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის საფ­ლა­ვი გვირ­გ­ვი­ნით შე­ამ­კონ".

არის მხო­ლოდ მი­ზე­რუ­ლი იმე­დი - დი­დი ტრა­გე­დია დი­დი სი­ხა­რუ­ლის და­საწყი­სი რომ გახ­დეს. იქ­ნებ სა­ხელ­მ­წი­ფომ ფეხ­ბურთს ახ­ლა მა­ინც მი­ხე­დოს, წლე­ბის შემ­დეგ მა­ინც რომ დაგ­ვიბ­რუნ­დეს ის სა­ნა­ხა­ო­ბა, რო­მე­ლიც სი­ხა­რულს გვა­ნი­ჭებ­და.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფეხბურთი არა ჩიბლუყი :))) ყველა სტადიონი უნდა გახდეს რაგბის !!

გამოურთეთ ბოლოს და ბოლოს ამ ფუხბურთს ხელოვნური სუთქვის აპარატი მოკვდა მოკვდააა!
santa papa
13:11 27-12-2013
0
ღლებურთის წარუმატებლობა შევარდენ-ავჭალის ბრალია, მანდ ხომ ბრდღვნიდნენ ფუტბალისტები რას ამბობთ, არავინ არ თამა\შბს დღეს ფეხბურტს საქართველოში, ჩემს უბანში რაგბის ბურთით დარბიან ბავშვები მწვანე ხალიჩაზე.
გიორგი
12:36 27-12-2013
0

სიახლეები პოპულარული