პასუხი გაზეთ "ლელოს" რედაქციას!

AutoSharing Option
გამოხმაურება "ლელოს" 25 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილზე "ქართული ფეხბურთის აპოკალიფსი" (იხილეთ სტატია).

ვერის პარკში, "გრატოს" შენობის გვერდზე მდებარე სტადიონი 6 წელიწადია ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს. ამავე პარკში ასევე დაზიანებული იყო და არ ფუნქციონირებდა საჩოგბურთო კორტები.

ორივე ობიექტი ბოლო 20 წელიწადია არ გარემონტებულა და მათი გამოყენება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, გადაქცეული იყო ნაგავსაყრელად.

კომპანია "გრატოს" დაფინანსებით, გარემონტდა და გაახლდა კორტები, მის გვერდით მოეწყო საფეხბურთო სტადიონი, აშენდა საშხაპეები და ტრიბუნები.

სანაცვლოდ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეწყო ავტოსადგომი "გრატოს" მიმდებარე დაზიანებულ სტადიონზე.

ასე რომ, ამჟამად
ფუნქციონირებს განახლებული სტადიონი და კორტები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე მოგვარდა პარკინგის პრობლემა არა მარტო "გრატოს", არამედ მთლიანად უბნისთვის და ფილარმონიისათვის.

ასეთია რეალობა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული