თბილისის "დინამო" IFFHS-ის 2013 წლის რეიტინგში 142-ეა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის სააგენტომ 2013 წლის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა.

200 კლუბს შორის თბილისის "დინამოც" მოხვდა. ქართული კლუბი ვენის "რაპიდთან" ერთად 142-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ პირველად IFFHS-ის საკლუბო რეიტინგებში, ლიდერის პოზიციაზე გერმანული გუნდი გავიდა.

მიუნხენის "ბაიერნმა" 2013 წელს გერმანიის ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ბაიერნი (გერმანია)
2. რეალი (ესპანეთი)
3. ჩელსი (ინგლისი)
4. ატლეტიკო (ესპანეთი)
5. ბარსელონა (ესპანეთი)
6. პსჟ (საფრანგეთი)
7. ბაზელი (შვეიცარია)
8. ატლეტიკო მინერიო
(ბრაზილია)
8. ტოტენჰემი (ინგლისი)
10. ბენფიკა (პორტუგალია)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული