"ბენდელას თასზე" ორ ზონაში განაწილებული 15 გუნდი იასპარეზებს

AutoSharing Option
18 იანვარს დაიწყება და, სავარაუდოდ, 16-17 თებერვალს დასრულდება "ბენდელას თასის" ტრადიციული გათამაშება. საქმე ისაა, რომ ქართული კლუბების არასტაბილური მდგომარეობის გამო ტურნირის გრაფიკის ზუსტად დაგეგმვა ძალიან რთულია.

წლეულს გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში გადანაწილდნენ, სულ კი "ბენდელას თასზე" 15 გუნდი იასპარეზებს.

აღმოსავლეთი ზონა: "საბურთალო", "დინამო" (თბ), "ვიტ ჯორჯია", "გაგრა", "სპარტაკი", "ალგეთი" (მარნეული), "ქარდაგი" (აზერბაიჯანი), "მაქსტარი", "ცხუმი", "მეტალურგი".

დასავლეთი ზონა: "ტორპედო" (ქუთაისი), "ქუთაისი" (ქუთაისი), "ზესტაფონი", "იმერეთი" (ხონი), "ზუგდიდი".

მატჩები "ბენდელაზე", "მცხეთა პარკზე", "დინამოს" აკადემიასა და გლდანში, რამაზ შენგელიას სახელობის "საბურთალოს" აკადემიის სტადიონზე
გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული