თბილისის "ლოკომოტივი" "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს შეხვდება

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი", რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე თავკაცობს, მალე საწვრთნელ შეკრებაზე ესპანეთში გაემგზავრება.

ვასილ მაისურაძესთან ერთად, "ლოკომოტივში" საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - გიორგი დევდარიანიც მუშაობს.

როგორც იცით, ამ საფეხბურთო კლუბში საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების არაერთი წევრი და კანდიდატი თამაშობს. შესაბამისად, ნაკრებების მწვრთნელების კოორდინირებული მუშაობა ეფექტური უნდა იყოს.

თბილისური კლუბი ტესტ-მატჩებს 28 იანვრიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდი იქნება. ასევე, დაგეგმილია მატჩები შვეიცარიული "ბაზელის" 21-წლამდელებთან, ნორვეგიულ "ოდ გრენდლანდთან" და "ვალენსია B"-სთან ან "ჰერკულესის" 21-წლამდელთა
გუნდთან.

დაგვეთანხმებით, ქართული გუნდისთვის მშვენიერი სპარინგ-პარტნიორები შეირჩა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს მარტსა და მაისში მართლაც რომ "ცხელი გაზაფხული" ელით და მსგავსი დონის საერთაშორისო ტესტ-მატჩები საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე მხოლოდ სასიკეთოდ წაგვადგება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა დააშავეს ამ ბავშვებმა?? წინ მთელი ცხოვრება აქვთ რატო ართმევენ ბავშვობას?
ემრე
15:42 23-01-2014
0
მალადეც ლექსო თოფურია! სწორად ზრდი პიატარებს.ორი-სამი შენნაირი მენეჯერი ბავშვთა ფეხბურთში და ერთ 5-6 წელიწადში სერიოზულ შედეგს მივიღებთ.
ciba
23:16 23-01-2014
0

სიახლეები პოპულარული