რა ასაკის "ბარსელონას" მოუგო თბილისის "ლოკომოტივმა"

AutoSharing Option
28 იანვარს თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს ამხანაგური მატჩი მოუგო - 1:0. ერთადერთი გოლი დავით ჯიქიამ გაიტანა.

ამ გამარჯვებამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ზოგიერთის მტკიცებით, "ლოკომოტივმა" არა "ბარსელონას" 19-წლამდელებს, არამედ 16-წლამდელებს მოუგო, რაც სინამდვილეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება.

"ბარსელონას" აკადემია "ლა მასიაში" ასეთი იერარქიაა: "ბარსელონა B"-ს შემდეგ, რომელიც სეგუნდა დივიზიონში თამაშობს, მოდიან: ჟუვენილ A და B, შემდეგ კი - კადეტ A და B. შესაბამისად, 19, 18, 17 და 16-წლამდელთა გუნდები.

"ლოკომოტივი" მართლაც ჟუვენილ A-ს ეთამაშა, რომელსაც, "ბარსელონას" ოფიციალური საიტის
ცნობით, დაემატნენ ჟუვენილ B-ს და კადეტ A-ს ფეხბურთელები.

მაგალითად, ითამაშა "ბარსას" ცნობილმა ტალანტმა ალექს გრიმალდომ, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. გრიმალდო 18 წლისაა.

ის, რომ კატალონიელთა რიგებში რამდენიმე 16-17 წლის ფეხბურთელი იყო, "ბარსელონას" გადაწყვეტილება იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლა დაიწყეს ჩხრეკა!
fani
18:56 29-01-2014
0
ნუ დავკონკრეტდებით :D :D ისე ჩვენებთან შედარებით ბავშვებად კი გამოიყურებოდნენ. მაგრამ ბარსელონაა მაინც და რა მნიშვნელობაა აქ.
nnnnn
21:58 29-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული