ამ გამარჯვებამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ზოგიერთის მტკიცებით, "ლოკომოტივმა" არა "ბარსელონას" 19-წლამდელებს, არამედ 16-წლამდელებს მოუგო, რაც სინამდვილეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება.
"ბარსელონას" აკადემია "ლა მასიაში" ასეთი იერარქიაა: "ბარსელონა B"-ს შემდეგ, რომელიც სეგუნდა დივიზიონში თამაშობს, მოდიან: ჟუვენილ A და B, შემდეგ კი - კადეტ A და B. შესაბამისად, 19, 18, 17 და 16-წლამდელთა გუნდები.
"ლოკომოტივი" მართლაც ჟუვენილ A-ს ეთამაშა, რომელსაც, "ბარსელონას" ოფიციალური საიტის
მაგალითად, ითამაშა "ბარსას" ცნობილმა ტალანტმა ალექს გრიმალდომ, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. გრიმალდო 18 წლისაა.
ის, რომ კატალონიელთა რიგებში რამდენიმე 16-17 წლის ფეხბურთელი იყო, "ბარსელონას" გადაწყვეტილება იყო.
ასევე იხილეთ:
თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]