"ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ საუკეთესო პირობებში ვემზადებით, უმაღლეს დონეზეა ყველაფერი: სასტუმრო, სვარჯიშო მოედნები, საინტერესო სპარინგები.
ჩვენს სათამაშო სქემაში ცვლილებებია, 4-4-2 შეიცვალა 4-3-3-ით. მწვრთნელი ბურთის უფრო მეტ კონტროლს გვთხოვს. ჩვენთვის ნათელია, რომ სხვა მოთხოვნებია და ბუნებრივია ამ ეტაპზე ხარვეზებიც იქნება.
ჩვენი ამოცანაც მოსამზადებელ ეტაპზე სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებაა და მოსამზადებელი პერიოდიც ამისთვის არსებობს.
გარკვეული პერიოდია საჭირო, მითუმეტეს რომ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. "ვიტ ჯორჯიადან" დაწყებული 3 შეხვედრა
ნაბიჯ-ნაბიჯ ვხვეწთ თამაშს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 22 თებერვალს, სეზონის განახლებას სათანადოდ მომზადებული შევხვდეთ", - თქვა კვირკველიამ.
ასევე იხილეთ:
დინამო-ჰაიდუკი 1:2 - ლორიას ტრავმა და კოასის ორმაგი სალტო [VIDEO]
დინამო-პოდბესკიძიე 1:1 - ფრე და კურიოზი ქეცბაიას თანდასწრებით [VIDEO]