ოდესის "ჩერნომორეცთან" მიმდინარე მატჩის 65-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 გახლდათ "დინამოს" გუნდის სასარგებლოდ (54-ე წუთზე - ძარია) მეტოქე გუნდის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება.
მოედანზე მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად ერთ-ერთი მწვრთნელი, სტეფან მატვიივი შევიდა. "დინამოს" მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო გუნდის და მისი მთავარი მწვრთნელის მიერ მოედნის დატოვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეხვედრის ორგანიზატორმა, წარსულში ვეტერანმა ფეხბურთელმა, წლების მანძილზე "ანტალიასპორის" კაპიტანმა, ამჟამად კი "ფანატიკ ტურის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ქადირ არიქანმა:
"მატჩი ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ შეხვედრის
ოდესის "ჩერნომორეცს", რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში გამოდის და ევროპის ლიგაშიც, ასეთი საქციელი არ ეკადრება. "ჩერნომორეცის" მხრიდან მომიზეზება იმისა, რომ სხვა ფეხბურთელი არ ჰყავდათ, არასერიოზულია, ხოლო წინადადება, "დინამოს" ფეხბურთელი დაემატებინათ და შემდეგ ასეთი წინადადებაც იყო, საერთოდ ცინიზმად შეიძლება შეფასდეს. მატჩს ფეხბურთის ადგილობრივი და უცხოელი ნეიტრალური სპეციალისტებიც ესწრებოდნენ, რომელთათვისაც "დინამოს" გადაწყვეტილება სავსებით გასაგები და მისაღები გახლდათ.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როგორც მითხრეს, ”ჩერნომორეცის” პრეზიდენტი, რომელიც თვალს ადევნებდა თამაშის რეპორტაჟს, შეწუხებულია მომხდარით და ბოდიშს უხდის დინამოელებს".
წყარო: fcdinamo.ge