შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში გამართული ამხანაგური შეხვედრა ჩაიშალა. ოდესელებმა მატჩის 62-ე წუთზე ოქრიაშვილი გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელით შეცვალეს, რაც დინამოელებმა შეურაცხყოფად მიიღეს და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს (იხილეთ ვრცლად).
"ისე მოხდა, რომ ტრავმა მივიღე. რადგან ამ დღეს ჩვენ ორი სხვადასხვა გუნდით ვთამაშობდით, სათადარიგოები არ გვყავდა და იძულებულნი გავხდით, "დინამოსთან" მოედანზე ერთ-ერთი მწვრთნელი შემოგვეყვანა.
ამ ფაქტით თბილისის "დინამო" შეურაცხყოფილი დარჩა. მათ თამაშის გაგრძელება აღარ ისურვეს და განაცხადეს, რომ ეს
თავადაც განაწყენებული დავრჩი, ქართველები ასე რომ მოიქცნენ. თამაშის გაგრძელება ვთხოვე, მაგრამ მიპასუხეს: "ოქრი, ძალიან გვიყვარხარ და პატივს გცემთ, მაგრამ თამაშს ვერ გავაგრძელებთ, რადგან თქვენ პატივს არ გვცემთ", - უთხრა ოქრიაშვილმა ტელეარხ "Футбол 1"-ს.
მომზადებულია terrikon.com-ის მიხედვით
სათადარიგოები, თან 11-ე კაცად დამატებული "ვეტერანი"... აი რისი შიში იყო და როგორი პრესტიჟის "გაფრთხილება".