თორნიკე ოქრიაშვილი: მეწყინა, ქართველები ასე რომ მოიქცნენ

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" ქართველმა ახალწვეულმა თორნიკე ოქრიაშვილმა თბილისის "დინამოსთან" ჩაშლილ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში გამართული ამხანაგური შეხვედრა ჩაიშალა. ოდესელებმა მატჩის 62-ე წუთზე ოქრიაშვილი გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელით შეცვალეს, რაც დინამოელებმა შეურაცხყოფად მიიღეს და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს (იხილეთ ვრცლად).

"ისე მოხდა, რომ ტრავმა მივიღე. რადგან ამ დღეს ჩვენ ორი სხვადასხვა გუნდით ვთამაშობდით, სათადარიგოები არ გვყავდა და იძულებულნი გავხდით, "დინამოსთან" მოედანზე ერთ-ერთი მწვრთნელი შემოგვეყვანა.

ამ ფაქტით თბილისის "დინამო" შეურაცხყოფილი დარჩა. მათ თამაშის გაგრძელება აღარ ისურვეს და განაცხადეს, რომ ეს
იყო უპატივცემულობა.

თავადაც განაწყენებული დავრჩი, ქართველები ასე რომ მოიქცნენ. თამაშის გაგრძელება ვთხოვე, მაგრამ მიპასუხეს: "ოქრი, ძალიან გვიყვარხარ და პატივს გცემთ, მაგრამ თამაშს ვერ გავაგრძელებთ, რადგან თქვენ პატივს არ გვცემთ", - უთხრა ოქრიაშვილმა ტელეარხ "Футбол 1"-ს.

მომზადებულია terrikon.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
აქ უფრო მწვრთნელის შიშის ფაქტორი იქნებოდა. ტაიმის ნახევარ დროზე მეტი იყო დარჩენილი, თან სპარინგი "ჩერნომორეცის'
სათადარიგოები, თან 11-ე კაცად დამატებული "ვეტერანი"... აი რისი შიში იყო და როგორი პრესტიჟის "გაფრთხილება".
mdaa!..
16:17 07-02-2014
0
ტრადიციების გუნდი "საქართველოს ნაკრები დინამო იყო", მთელი ქვეყანა რომ ზრუნავდა ერთ გუნდზე, ხელისუფლებით დაწყებული. ტრადიციების არა ის
oceola
18:44 07-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული