თბილისის "დინამო" მსოფლიოს კლუბების რეიტინგში 141-ე ადგილზეა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა 2014 წლის იანვრის საკლუბო რეიტინგი, რომელსაც 370 ქულით მიუნხენის "ბაიერნი" ლიდერობს.

მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, მადრიდის "რეალი" (292) და ლონდონის "ჩელსი" (275) არიან.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 200 მოწინავე კლუბის სია გამოაქვეყნა, სამწუხაროდ, სიაში მხოლოდ ერთი ქართული კლუბია.

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის "დინამო" 107 სარეიტინგო ქულით 141-ე ადგილზეა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე ერთი ადგილით უკეთესია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა? თუ აქ ადგილები ძველი დამსახურებებით არის განაწილებული მაშინ რეალი პირველზე რატო არ არის, თუ ბოლოდროინდელი მიღწევებით მაშინ ბარსა სად არის?
გიორგი
18:54 07-02-2014
0

სიახლეები პოპულარული