რატომ დაიბარა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანი და ზვიად სიჭინავა?

AutoSharing Option
როგორც ჩანს, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მომრიგებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.

ორი უწყების ურთიერთობას "ტკბილი" რომ არ ეთქმის, ეს რამდენიმე დღის წინათაც გამოჩნდა, როცა სამინისტრომ თემურ ქეცბაიასთვის ხელფასის გადახდაზე უარი თქვა. ზვიად სიჭინავამ კი სამინისტროს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და სახელმწიფო დახმარების დიდი წილი, ასაკობრივი ნაკრებების ნაცვლად, უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის გადადო.

იხილეთ:
ქეცბაიას ხელფასის მოსალოდნელი სეკვესტრი ახალ სკანდალს ამწიფებს

სწორედ ამ "საქმის გასარჩევად" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, ფედერაციის პრეზიდენტი სიჭინავა და ვიცე-პრეზიდენტი რევაზ
არველაძე
თავისთან დაიბარა.

თავის მხრივ, ფედერაციის ჩინოსნებმა პრემიერთან შეხვედრაზე ქართული ფეხბურთის ავტორიტეტები - ალექსანდრე ჩივაძე და მურთაზ ხურცილავა იახლეს.

შეხვედრისას კონკრეტული არაფერი თქმულა, თუმცა პრემიერ-მინისტრს მხარეთა მისამართით რამდენიმე ტაქტიანი შენიშვნა გამოუთქვამს და ეს საქმე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთვის გადაუბარებია.

ფედერაციის ხელმძღვანელები ნარმანიას 10 თებერვალს შეხვდებიან, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაესაუბრებიან და, სავარაუდოდ, საღამოსთვის პრესკონფერენციასაც გამართავენ. იქ, ალბათ, უფრო წვრილად იტყვიან სამინისტროსთან ჯერაც დაულაგებელ ურთიერთობასა და პრემიერ-მინისტრთან ვიზიტზე, რის თაობაზეც შეხვედრის ვერც ერთ მონაწილეს სიტყვაც ვერ დავაცდენინეთ.

შეხვედრის ერთმა პატივცემულმა მონაწილემ ისიც კი თქვა - სერიოზული არაფერი ყოფილაო (გამოდის, პრემიერ-მინისტრთან არასერიოზულ თემებზე ილაპარაკეს?).

ისე, პრემიერს რომელიმე მხარისთვის რაიმე საქებარი რომ ეთქვა, უმალ მთელი ქვეყანა გაიგებდა, ასე კი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სპორტის სამინისტრო არაპერს არ აკეტებს
zaza
12:53 10-02-2014
0
ბატონო ირაკლი, ფეხბურთის მესვეურების და სპორტის მინისტრის იმედი აღარ მაქვს, ამიტომ თქვენ მოგმართავთ, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრები ქვეყნის მეთაურის საუკეთესო მაგალითს.
სუბიექტური მოსაზრებაა შეიძლება, მაგრამ პირველ რიგში სკოლებში ეტაპობრივად აღსადგენია სპორტდარბაზები და აუზები თანამედროვეობის მოთხოვნების დონეზე.საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად ფიზკულტურის გაკვეთილების შეფასებები სხვა საგნებს უნდა გაუთანაბრდეს.ქვეყნის სპორტული სამყაროს გასაჯანსაღებლად გთხოვთ ყველა ფედერაციის თანამშრომელი და მწვრთნელი ნარკო და დოპინგტესტებზე შეამოწმოს უცხოეთიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა.ფეხბურთის კლუბებში აღებ-მიცემობაზე შეიძლება ჭორები დადის, მაგრამ ეს ჭორები სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადამოწმებას საჭიროებს, გარიგებები ევროპაშიც არის, მაგრამ ჩვენი განვითარებისთვის ეს მეტად სახიფათოა.სპორტული, ფიზიკური და სამედიცინო შემოწმების მონაცემების ჩანაწერებიც კი არ არსებობს კლუბებში ფეხბურთელებზე, ამიტომაც არა აქვთ სამართლიანობის შეგრძნება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როცა 30-ს გადაცილებულ ფეხბურთელებს ანიჭებენ უპირატესობას კლუბებში. შედეგად მოედანზე ისეთ ფეხბურთელებს ვეღარ ვხედავთ, ვისაც თამაშებზე მაყურებელის მოყვანა შეუძლია. არა მგონია ეს იმით იყოს გამოწვეული რომ ჩვენში ფეხბურთის თამაშის გენეტიკური კოდი გაქრა. დაესწარით უბნებში თამაშებს და დარწმუნდებით, რომ ეზოებში უკეთესი საფეხბურთო დონეა, ვიდრე უმაღლესი ლიგის გუნდების თამაშებზე.
mxcovani
11:33 10-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული