ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ჟურნალი, Number One გამოსცა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის საგამომცემლო საქმიანობა უცხო არ არის, თუმცა კარგა ხანს ამ მიმართულებით მუშაობა გაჩერებული იყო. ფედერაციის პირველი გამოცემა - გაზეთი "ქართული ფეხბურთი" - გეხსომებათ, რომელიც ქომაგთა შორის პოპულარობით სარგებლობდა და თითქმის 8 წლის განმავლობაში გამოიცემოდა.

"ქართული ფეხბურთის" გამოცემა რომ შეწყდა, ფედერაციაში მერაბ ჟორდანიას მმართველობის პერიოდში, იმავე სახელწოდებით, ბიულეტენი იბეჭდებოდა, რომელიც თვეში ერთხელ გამოდიოდა და მკითხველს ბევრ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობდა.

ჟორდანიას პრეზიდენტობას ფედერაციის საგამომცემლო საქმიანობაც გაჰყვა, თუმცა... აგერ, ახლა ფედერაციაში ეს ხელობა გაიხსენეს და ქართულ საფეხბურთო სამყაროს ახალი ჟურნალი, Number
One შესთავაზეს.

პრეზენტაცია, რომელსაც "ქასიმფაშას" მწვრთნელი შოთა არველაძეც ესწრებოდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში შედგა.

"ფეხბურთის ფედერაციის ახალი გამოცემა ერთგვარი სოციალური პროექტია. ის არ გაიყიდება და საფეხბურთო სამყაროში უფასოდ გავრცელდება", - თქვა Number One-ის რედაქტორმა, ჩვენმა კოლეგა დავით თავართქილაძემ.

ჟურნალის სახელწოდება, ცხადია, ჰაერიდან მოტანილი არ არის, ფეხბურთი ხომ სპორტის ნომერ პირველ სახეობადაა აღიარებული. წარმატებები კოლეგებს!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მოგივიდათ ხალხო რამ შეგაძულათ ქართული სახელები!?!!...ადრე რუსულმა ენამ წაგვლეკა,მალე ინგლისური,ალბათ უკვე დაგვასამარებს!!!...ქართული სიტყვებისთვის ჟურნალის დამაარსებელთა ცნობიერებაში უკვე ადგილი აღარ რჩება...
artagi
17:51 21-02-2014
0
კარგია, მაგრამ გულშემატკივართათვისაც ხელმისაწვდომი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა... ისე ფედერაცია ვებგვერდსაც თუ განაახლებს უკეთესი იქნება, ნაკრებთა შემადგენლობები, სტატისტიკური მონაცემები და ა.შ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული