უცხოურმა სპორტულმა საიტებმა არამარტო "დინამო"-"სიონის" მატჩის 73-ე და 74-ე წუთებზე გასული გოლების ვიდეო გამოაქვეყნეს, ფაქტი "წლის ფეირ პლეიდაც" შერაცხეს.
შეგახსენებთ მატჩის ეპიზოდს - დაშავებული დინამოელის გამო ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელებმა ბურთი აუტში განზრახ გადააგდეს, იქიდან მოწოდებული კი ლამის მოედნის ცენტრში მყოფმა ჩისკომ, ბურთის უკან დაბრუნების მიზნით, მეტოქის კარისკენ "ბრმად" გაგზავნა, თუმცა სუპერგოლი კი გამოუვიდა.
არბიტრს გოლის არჩათვლის არანაირი უფლება არ ჰქონდა და ანგარიში ასე
უმაღლესი ლიგის XIX ტურის ეს შეხვედრა საბოლოოდ ბოლნისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ასევე იხილეთ:
დინამო-სიონი 1:2 - საოცრებანი "დინამო არენაზე" [VIDEO]